"რომაში" დარწმუნებულები არიან, რომ დე როსი გუნდში დარჩება

AutoSharing Option
"რომას" სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი დარწმუნებულია, რომ ნახევარმცველი დანიელე დე როსი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

28 წლის ფეხბურთელთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი "რეალმა" და "მანჩესტერ სიტიმ" გამოიჩინა.

"მას აქ თამაშის გაგრძელება ნამდვილად სურს და მისი სურვილი ჩვენსას ემთხვევა. დიდია იმის ალბათობა, რომ დე როსი ჩვენთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს", - თქვა საბატინიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული