"მილანის" ნახევარმცველმა ბოატენგმა ჰეთ თრიქი შვილს მიუძღვნა

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველი კევინ პრინს ბოატენგი "ლეჩესთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, თუმცა საბოლოოდ მატჩის გმირი გახდა - მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა სამი გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის შემდეგ "მილანი" 0:3 აგებდა, საბოლოოდ კი 4:3 მოიგო.

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვის შეუძლია ასეთი მატჩის გადარჩენა?! რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი ვარ. მუხლის ტრავმის გამო ძირითად შემადგენლობაში ვერ მოვხვდი, თუმცა მწვრთნელმა შანსის მოცემა მაინც გადაწყვიტა.

ჰეთ თრიქს ჩემს ბიჭს ვუძღვნი. ეს ჩემი კრიტიკოსებისთვის პასუხი არ არის, ამის საჭიროება არ არსებობს. უბრალოდ მსურს, რაც
შეიძლება უკეთ ვითამაშო, რათა ჩემი ნამდვილი ძალა გამოვაჩინო", - თქვა ბოატენგმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული