იტალიაში ყველაზე ლამაზი გულშემატკივარი "რეჯინას" ჰყავს

AutoSharing Option
ქალებს რას გაუგებ, მით უფრო - ლამაზებს. აი, მაგალითად, "მის იტალია 2011", მშვენიერი სტეფანია ბივონე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, მისი საყვარელი გუნდი კი, გაგიკვირდებათ და, არა "იუვენტურსი", "მილანი" ან "ინტერია", არამედ სერია B-ს მკვიდრი "რეჯინაა".

19 წლის კალაბრიელი, მას შემდეგ, რაც იტალიის ულამაზეს ქალიშვილად აღიარეს, სტადიონ "ორესტე გრანილოზე" ემოციების გამოსახატავად ძველებურად ხშირ-ხშირად ვეღარ დადის, თუმცა საყვარელ გუნდს მაინც გულმხურვალედ ქომაგობს.

"რეჯინა" სერია B-ში 11 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა, ლიდერ "ტორინოს" კი ექვსი ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ არა გრანდს, არამედ თავისი მშობლიური ქალაქის გუნდს გულშემატკივრობს?
ქართველი ხომ არ არის? :)
უშანგი
10:12 27-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული