სტეკელენბურგი: იტალიური ენა ჩემთვის დიდი პრობლემაა

AutoSharing Option
"რომას" გოლკიპერმა მარტენ სტეკელენბურგმა, რომელიც ჰოლანდიიდან იტალიაში გასულ ზაფხულს გადავიდა, ახალ ქვეყანაში ენობრივ ბარიერზე ისაუბრა.

"იტალიური ენა ჩემთვის ძალიან რთულია, ჰოლანდიურთან საერთო ცოტა აქვს. ვსწავლობ და ნელ-ნელა რაღაცას ვიგებ, მაგრამ მხოლოდ მარტივი ფრაზების თქმა შემიძლია.

ჯერჯერობით მოედანზე პარტნიორებთან ინგლისურად ვსაუბრობ. იტალიური სწრაფად უნდა ვისწავლო", - განაცხადა გოლკიპერმა.

მიმდინარე სეზონში სტეკელენბურგმა "რომას" შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა.

მომზადებულია Il Messaggero-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული