განსაკუთრებით კარგად ტურინელებმა პირველი ტაიმი ჩაატარეს, მაღალი ტემპი შესთავაზეს მეტოქეს და მომენტს მომენტზე ქმნიდნდნენ. აქტიურებდნენ ნახევარმცველები: ანდრეა პირლო ტრადიციულად არიგებდა ზუსტ პასებს, სიმონე პეპე ფლანგიდან აწიოკებდა ფლორენციელთა უკანახაზელებს, არტურო ვიდალმა კი შორი
პირველ ტაიმში, ტურინელების მიერ მოპოვებულმა დიდმა უპირატესობამ მხოლოდ ერთხელ გამოიღო შედეგი - მე-13 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც პირლომ კუთხური ჩააწოდა, რასაც თავური დარტყმა და სტუმართა კიპერის მიერ ბურთის მოგერიება მოჰყვა, დამატებაზე ყველას ლეონარდო ბონუჩიმ დაასწრო და გახსნა კიდეც ანგარიში, 1:0.
მეორე ნახევარში შედარებით გათანაბრდა თამაში და ფლორენციელებმა შეტევებისთვისაც მოიცალეს. განსაკუთრებით სტევან იოვეტიჩი აქტიურობდა, ვინც მძიმე ტრავმა სულ ახლახანს მოიშუშა და ენერგიის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. გახსოვთ ალბათ, ჩერნოგორიელმა გასულ ტურში დუბლი მიითვალა აქტივში, რასაც "იუვეს" კარში გატანილი გოლიც დაუმატა - სტევანმა მანუელ ვარგასისგან მიიღო შესანიშნავი პასი, ერთი ახედა კარებს და ბურთი მეკარისაგან მარცხენა კუთხეში მოათავსა, 1:1.
ტურინელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გაშვებული გოლის შემდეგ არ დაიბნენ, კიდევ უფრო გააქტიურდნენ და სულ რამდენიმე წუთში, კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ - საგოლე ეპიზოდში საოცრად ითამაშა სიმონე პეპემ, ურთულეს ვითარებაში, ხუთი ფეხბურთელის გარემოცვაში შეინარჩუნა ბურთი და ალესანდრო მატრი ფლორენციელთა კიპერს პირისპირ შეჰყარა - დარტყმა უზადო გამოდგა და 2:1 "ბიანკონერის" სასარგებლოდ.
ამის შემდეგ, გუნდებმა რამდენიმე მეტნაკლებად მწვავე მომენტი გაცვალეს, თუმცა განსაკუთრებულად საინტერესო აღარაფერი მომხდარა და "ვეკია სენიორამ" მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. აქვე აღვნიშნოთ, რომ "იუვენტუსთვის" ეს მერვე წაუგებელი მატჩი გახლავთ. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის თავკაცი გამოცხადდა...
სინიშა მიხაილოვიჩი (ფიორენტინას მთავარი მწვრთნელი): "მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და ანგარიშის გათანაბრებაც მოვახერხეთ, თუმცა შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ და დავისაჯეთ. "იუვე" ძლიერი გუნდია და ტურინში აუცილებელ გამარჯვებას შეგირდებს ვერ მოვთხოვდი, ამიტომ, ტრაგედიის შექმნა არ ღირს. მთავარია, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან, რაც მომავლის ოპტიმიზმს მიღრმავებს. ალბერტო ჯილარდინოსთან და სტევან იოვეტიჩთან ერთად ჩვენი თავდასხმა გაცილებით უფრო ძლიერი იქნება".
ანტონიო კონტე (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი): "სამი ქულა ჰაერივით გვესაჭიროებოდა და ძალიან მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ. ამაში გულშემატკივრებს მიუძღვით დიდი წვლილი და მინდა მათ საგანგებო მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება თამაშს, ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა: პირველში მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშის მიმდინარეობას, მეორეში კი გაცილებით სერიოზულ წინააღმდეგობას წავაწყდით. საბედნიეროდ, თითო ტაიმში თითო გოლი გავიტანეთ, რაც გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა".
იტალია. სერია A. IX ტური
მილანი-პარმა 4:1
მილანი (4-4-2): აბიატი - აბატე (79. მექსე), ბონერა, ტიაგო სილვა, ტაივო - ნოჩერინო, აკვილანი (72. ემანუელსონი), ამბროზინი, ბოატენგი - კასანო, იბრაჰიმოვიჩი (74. რობინიო).
პარმა (4-4-1-1): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ფელტშერი, გობი - ვალიანი (55. ბიაბიანი), მორონე, ობიორა (61. ჟადიდი), მოდესტო (72. პელე) - ჯოვინკო - ვალდესი.
გოლები: 1:0 ნოჩერინო (30), 2:0 ნოჩერინო (32), 3:0 იბრაჰიმოვიჩი (73), 3:1 ჯოვინკო (78), 4:1 ნოჩერინო (90).
გაფრთხილება: ნოჩერინო, ბოატენგი (მილანი).
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 11(7)-5(1); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 53 000
ატალანტა-ინტერი 1:1
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - მაზიელო, კაპელი, ლუკინი, პელუზო - შელოტო, ჩიგარინი (75. კარმონა), პადოინი, ბონავენტურა - მორალესი (82. მარლუნგო) - დენისი (90. გაბიადინი).
ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი (46. კასტელაცი) - მაიკონი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო - ძანეტი, კამბიასო, სტანკოვიჩი - სნეიდერი (62. პაცინი) - სარატე (68. ობი), მილიტო.
გოლები: 0:1 სნეიდერი (32), 1:1 დენისი (44).
გაფრთხილება: შელოტო, მორალესი - კივუ, სტანკოვიჩი.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 4(4)-11(4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 22 000
ჩეზენა-კალიარი 1:1
ჩეზენა (4-4-1-1): ანტონიოლი - კომოტო (83. ჩეკარელი), ფონ ბერგენი, ლაურო, როდრიგესი - კანდრევა, გუანა, მარტინესი (87. მალონგა), პაროლო - გეზალი (72. ბოგდანი) - ედერი.
კალიარი (4-3-3): აგაცი - პიზანო, კანინი, არიაუდო, აგოსტინი - ბიონდინი (75. რუი სამპაიო), კონტი, ნაინგოლანი - რიბეირო (58. ლარივეი), კოსუ, ნენე (90. იბარბო).
გოლები: 0:1 ნენე (20-პენ.), 1:1 კანდრევა (45-პენ.).
გაფრთხილება: კომოტო, გუანა - კანინი, კონტი, ნაინგოლანი.
კუთხური: 13-1; ჯარიმა: 21-19; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9(3)-4(3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 14 000
კიევო-ბოლონია 0:1
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ცეზარი, მორერო (49. მანდელი), იოკიჩი - ბრედლი, რიგონი, ჰეტემაი - სამარკო (72. პალოსკი) - პელისიერი, ტერეუ (61. მოსკარდელი).
ბოლონია (4-3-2-1): ჟილე - გარიჩი, პორტანოვა, ჩერუბინი, ლორია - პერესი, მუდინგაი, კონე - აკვაფრესკა (83. ვანტაჯატო), რამირესი (72. ხიმენესი) - დი ვაიო (62. პულცეტი).
გოლი: 0:1 აკვაფრესკა (53).
გაფრთხილება: პორტანოვა, პერესი, ხიმენესი (ბოლონია).
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12(2)-7(3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 11 000
ჯენოა-რომა 2:1
ჯენოა (4-4-2): ფრეი - დაინელი, მორეტი (46. ბოვო), მესტო, ანტონელი - როსი, სეიმური (55. კუჩკა), ველოზო, მერკელი - პალასიო, იანკოვიჩი (71. კონსტანტი).
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - პეროტა (71. ბორიელო), ბურდისო, ჰაინცე, ანხელი - გაგო, დე როსი, პიზარო (59. გრეკო) - ბორინი, ბოიანი, ლამელა (71. ოსვალდო).
გოლები: 1:0 იანკოვიჩი (38), 1:1 ბორინი (82), 2:1 კუჩკა (89).
გაფრთხილება: სეიმური, მერკელი - ბურდისო.
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 7(5)-14(5); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 26 000
ლაციო-კატანია 1:1
ლაციო (4-3-1-2): მარკეტი - კონკო, ბიავა (43. დიაკიტე), სტანკევიჩუსი, რადუ - ლულიჩი, ბროკი, ლედესმა - სკული (70. კოზაკი) - სისე (53. ერნანესი), კლოზე.
კატანია (4-4-2): ანდუხარი - სპოლი, ბელუში, ლეგროტალიე, ისკო - ალმირონი, ლოდი, დელ ვეკიო (63. ლანცაფამე), მარკეზე (78. შაკა) - მაქსი ლოპესი (72. კატელანი), ბერგესიო.
გოლები: 1:0 კლოზე (17), 1:1 ბერგესიო (63).
გაფრთხილება: ლულიჩი - სპოლი, მარკეზე, ლოდი, ბერგესიო, ლანცაფამე.
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 14(4)-8(4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 32 000
ნაპოლი-უდინეზე 2:0
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა - ინლერი, დოსენა (88. მასკარა), ჯემაილი (80. სუნიგა), მაჯო - ჰამშიკი (74. სანტანა), ლავეცი - კავანი.
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, ბასტა (84. აბდი) - ფერონეტი, ბადუ, პინცი, ასამოა (64. ნიუტონი), არმერო - ტორჯე (46. ფაბრინი), ფლორო ფლორესი.
გოლები: 1:0 ლავეცი (20), 2:0 მაჯო (44).
გაფრთხილება: პინცი, ასამოა, ტორჯე (უდინეზე).
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 9(4)-11(2); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 48 000
ნოვარა-სიენა 1:1
ნოვარა (4-3-1-2): ფონტანა - დელა ფიორე, პაჩი, ლუდი (15. ჩენტურიონი), გარსია (46. ჯემიტი) - ჯორჯი, პორკარი, რიგონი - პინარდი (60. მაძარანი) - ჯედა, მეჯორინი.
სიენა (4-4-2): ბრკიჩი - ვიტიელო, პეზოლი, კონტინი, დელ გროსო - ანჯელო (59. ბრიენცა), ვერგასოლა, ბოლცონი, რეჯინალდო (66. მანინი) - კალაიო, გონსალესი (72. ტერცი).
გოლები: 0:1 კალაიო (17), 1:1 ჯემიტი (80).
გაფრთხილება: პაჩი, მეჯორინი - ვიტიელო, კონტინი, ტერცი.
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12(6)-9(4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 11 000
პალერმო-ლეჩე დღეს
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 8 4 4 0 13-6 16
2. უდინეზე 8 4 3 1 10-3 15
3. ლაციო 8 4 3 1 12-8 15
4. ნაპოლი 8 4 2 2 12-5 14
5. მილანი 8 4 2 2 16-12 14
6. კალიარი 8 3 4 1 9-6 13
7. ჯენოა 8 3 3 2 13-11 12
8. რომა 8 3 2 3 9-8 11
9. კატანია 8 2 5 1 10-11 11
10. პალერმო 7 3 1 3 9-10 10
11. სიენა 8 2 4 2 7-5 10
12. ატალანტა 8 4 3 1 11-9 9
13. ფიორენტინა 8 2 3 3 9-8 9
14. კიევო 8 2 3 3 6-7 9
15. პარმა 8 3 0 5 10-17 9
16. ინტერი 8 2 2 4 10-14 8
17. ბოლონია 8 2 1 5 5-12 7
18. ნოვარა 8 1 3 4 11-16 6
19. ლეჩე 7 1 1 5 6-13 4
20. ჩეზენა 8 0 3 5 3-10 3
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები:
6 - დი ნატალე (უდინეზე), ჯოვინკო (პარმა); 5 - პალასიო (ჯენოა), დენისი (ატალანტა), კლოზე (ლაციო), იოვეტიჩი (ფიორენტინა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"