გარგანო ლაზარეთში

AutoSharing Option
იტალიურმა სპორტულმა პრესამ "ნაპოლის" გულშემატკივრებისთვის ერთობ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გუნდის 27 წლის შუახაზელი ვალტერ გარგანო მინიმუმ ერთ თვეს იუქმებს.

დიახ, ურუგვაელმა ნახევარმცველმა "კალიარისთან" პაექრობაში ტრავმა მიიღო და 72-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. პირველადი გამოკვლევა იმაზე უფრო ცუდი გამოდგა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა - ოთხი კვირა მოედანს მიღმა იმას ნიშნავს, რომ ვალტერს სერია A-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაშის გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნთან" დაპირისპირების გამოტოვებაც მოუწევს. "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაძარი სეხნიის დაშავებით შეშფოთებულია:

"აშკარად ჩანს და ვერც დავმალავთ, რომ
ორ ფრონტზე თანაბარი წარმატებით ბრძოლა გვიჭირს. შესაბამისად, ნებისმიერი ფეხბურთლის ტრავმა ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა. მით უმეტეს, გარგანო ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა გუნდისთვის და როდესაც მოედანზეა, კოლოსალურ სამუშაოს ასრულებს. იმედია, პროგნოზირებულზე ადრე დაუბრუნდება მოედანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული