ბრაზილიელის თქმით, გუნდმა პირველ ტაიმში ბრწყინვალე ფეხბურთი ანახა.
"ჩვენი თამაშით კმაყოფილი დავრჩი, ასე უნდა გავაგრძელოთ. სამწუხაროა, რომ სამი ქულის მოპოვება ვერ მოვახერხეთ. პირველ ტაიმში "ინტერმა" მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ ზუსტად პირველ ნახევარში გაგვიტანეს.
შესვენების შემდეგ ანგარიში გავათანაბრეთ, თუმცა მოსაგებად ძალა არ გვეყო. "იუვენტუსი" ლიდერობს, მაგრამ შევეცდებით ტურინელები დავამარცხოთ და ცხრილში სხვაობა შევამციროთ", - განაცხადა მაიკონმა.
მომზადებულია inter.it-ის მიხედვით