"ამ სამუშაოს ყველაზე დიდი ხიბლი ის არის, რომ ბევრ ემოციას იღებ. ემოციები გაგრძნობინებს, რომ ცხოვრობ. მილანში ჩამოვედი, რათა მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული გუნდი გამეწვრთნა. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
როცა გუნდში ასეთი პრობლემებია, ფეხბურთელების მენტალიტეტი უნდა შეცვალო. ბიჭებმა თავდაჯერება უნდა დაიბრუნონ, რომ მოედანზე გარისკონ, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ", - განაცხადა რანიერიმ.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით