მაიკონი "იუვენტუსთან" მატჩში დაშავდა

AutoSharing Option
"ინტერის" მცველმა მაიკონმა "იუვენტუსტთან" (1:2) შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტურინელებთან მატჩი ბოლომდე ჩაატარა და გოლიც კი გაიტანა, თუმცა თამაშის დასრულების შემდეგ ფეხის ტკივილმა შეაწუხმა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მაიკონს ტრავმა აქვს.

მცველის მოედანზე დაბრუნების ვადა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იტალიური პრესის ინფორმაციით მსგავსი ტრავმების მოშუშებას 2-3 კვირამდე სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ "ინტერისა" და "იუვენტუსს" შორის შეხვედრა 1:2 დასრულდა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული