თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ შეხვედრა არც თუ მაღალ ტემპში წარიმართა, თუმცა მიუხედავად ამისა, საკმაოდ კარგი საყურებელი გამოდგა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ხუთი გოლი იხილეს. საინტერესოა, რომ ხუთიდან ოთხი თავური დარტყმით გავიდა და შესაბამისად, გოლები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ანგარიში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეხვედრის სტარტზევე გახსნა, რომელიც ინაციო აბატეს ჩაწოდებულს
დედაქალაქელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გაშვებული გოლის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ტაიმის შუაწელს საპასუხო გაიტანეს - მორიგი ჩაწოდება და ამჯერად ნიკოლას ბურდისომ გამოიჩინა თავი, 1:1. ამ ეპიზოდიდან ორი წუთი არ იყო გასული, რომ დაახლოებით ანალოგიური სცენარი მასპინძელთა კართან განვითარდა - ისევ ჩაწოდება და ამჯერად უკვე ალესანდრო ნესტაა უზადო, რომელიც მცველებმა აბსოლუტურად მარტო, უმეთვალყურეოდ დატოვეს, 1:2.
მეორე ტაიმში მილანელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ნათელი გახდა, რომ მასპინძლებს ძალიან გაუჭირდებოდათ შეხვედრის გადარჩენა.
შესანიშნავად ირჯებოდა იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც თამაშის დამთავრებამდე 12 წუთით ადრე კიდევ ერთი თავური დაურტყა მარტენ სტეკელენბურგს და კიდევ ერთხელ დაამწუხრა "ოლიმპიკოზე" შეკრებილი გულშემატკივრები - 1:3.
აღსანიშნავია, რომ ზლატანმა ნახტომის გარეშე, თავის ერთი მოძრაობით შეუცვალა ბურთს მიმართულება და მიუხედავად ამისა, დარტყმა საკმაოდ ძლიერი გამოვიდა. შეხვედრის დასრულებამდე სამიოდე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც რომაელებმა მატჩში ინტრიგა დააბრუნეს - ერიკ ლამელას ძლიერი დარტყმის შემდეგ, კრისტიან აბიატიმ ბურთი უკუაგდო, დამატებაზე კი ყველას ბოიან კრკიჩმა დაასწრო და 2:3...
რომაელები შეეცადნენ მატჩის გადარჩენას, მაგრამ არც დრო ეყოთ, არც ძალა და აღარც საშემსრულებლო ოსტატობა - საბოლოოდ, "მილანის" მორიგი და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან, თანაც გასვლაზე.
მატჩის შემდგომ ლუის ენრიკემ მარცხის გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო: "შეხვედრა ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო, როდესაც მივხვდი, რომ გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არ გვქონდა. ასეთ მატჩებში მოგებას სულ სხვა გამოცდილება სჭირდება, რომელიც ჩვენგან განსხვავებით, "მილანს" ძალიან დიდი აქვს. "რომა" ახალგაზრდული გუნდია, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში და უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროპული ფეხბურთის გრანდებთან ჭიდილი დღეს ძალიან გაგვიჭირდება. თუმცა, წინ დიდი გეგმები გვაქვს და მინდა, რომ გულშემატკივრებს ჩვენი სჯეროდეთ. მარცხზე პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ და ვპირდები ტიფოზებს, რომ მოვა დრო და ისინი სულ სხვა "რომას" იხილავენ".
აქვე, სიტყვა "მილანის" მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის გადავცეთ: "სკეპტიკოსებს პასუხი გავეცით და ყველას დავანახვეთ, რომ "მილანი" კრიზისში არ არის. პირიქით, ჩვენ ვპროგრესირებთ და მატჩიდან მატჩამდე უკეთესად გამოვიყურებით. საოცარი შეხვედრა ჩაატარა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც პროფესიონალიზმის უმაღლესი დონე გამოავლინა. არ შემიძლია კრისტიან აბიატი არ გამოვყო, რომელმაც ყველაზე საჭირო მომენტში რამდენჯერმე იხსნა კარი გაშვებული გოლისგან. მადლობა შეგირდებს თავდადებული თამაშისთვის".
ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ მატჩის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს ანტონიო კასანო, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ანტონიომ სისუსტე იგრძნო, არ შეიმჩნია, თუმცა როდესაც გადაადგილება და ლაპარაკიც კი გაუჭირდა ექიმებს მიმართა, რომლებმაც სასწრაფო კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია რა დაემართა კასანოს, თუმცა უახლოეს პერიოდში გაირკვევა და ნამდვილად არ გამოგაპარებთ.
დადგა დრო დიდ იტალიურ დერბიზე გადავიდეთ, მატჩი, რომელიც აპენინური ფეხბურთის გულშემატკივრებს ნამდვილად არ დატოვებდა გულგრილს. განსაკუთრებით სანახაობრივი პირველი ტაიმი გამოდგა, რომელიც გუნდებმა უმაღლეს ტემპში წარმართეს და სამი ერთობ ეფექტური გოლიც გაიტანეს, რომელთაგან ორი სტუმრებზე მოდის, ერთი კი მასპინძლებზე. საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა და "იუვენტუსმა" უპრინციპულესი მეტოქე მისსავე მოედანზე მინიმალური სხვაობით დაამარცხა, 2:1.
შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, როდესაც ტურინელებმა კონტრშეტევა განახორციელეს - ალესანდრო მატრიმ კარგად მოძებნა შტეფან ლიხტშტაინერი, რომელიც მარჯვენა ფრთიდან ჩაერთო შეტევაში; შვეიცარიელმა პაუზა დაიჭირა, საჯარიმოში შეჭრილ იმავე მატრის დაუბრუნა ბურთი, რომლის დარტყმაც ლუკა კასტელაციმ მოიგერია, თუმცა დამატებაზე პირველი მირკო ვუჩინიჩი გაჩნდა და გახსნა კიდეც ანგარიში, 0:1.
ტაიმის შუაწელს "ინტერმა" ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, რაც მთლიანად დუგლას მაიკონის დამსახურებაა - ბრაზილიელი ჩვეულად ჩაერთო შეტევაში და მახვილი კუთხიდან უძლიერესად დაარტყა ჯანლუიჯი ბუფონის კარის მიმართულებით, ბურთი ლეონარდო ბონუჩის მოხვდა, მცირედით შეიცვალა მიმართულება და ისე გაეხვა ტურინელთა კარის ბადეში, 1:1. თუმცა, ძალიან მალე სტუმრებმა სტატუსქვო აღადგინეს - მარტივი, ორსვლიანი კომბინაციის შემდეგ, დასარტყმელ პოზიციაზე კლაუდიო მარკიზიო გავიდა, იუვილირის სიზუსტით გადაგზავნა ბურთი კასტელაცის კარის ჩარჩოში და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 1:2.
მეორე ტაიმში თანაბარი თამაში იყო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურინელებმა მთლიანობაში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელებმა სტანდარტული კომენტარები გააკეთეს: კლაუდიო რანიერიმ უკმაყოფილება გამოხატა შედეგით, თუმცა დასძინა, რომ მისი გუნდი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა; რაც შეეხება ანტონიო კონტეს, აბსოლუტურად ყველაფრით კმაყოფილი იყო და ეს არც ჟურნალისტებთან საუბრისას დაუმალავს.
უფრო საინტერესო მასიმო მორატის ქმედება გახლდათ, რომელმაც საფინალო სასტვენის შემდეგ ჟურნალისტებს ისე ჩაუქროლა, რომ მათთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს; არადა, "ინტერის" პრეზიდენტი მედიასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობით გამოირჩევა - კიდევ უფრო საინტერესო გახლდათ მაურო სარატეს საქციელი, რომელიც იმდენად გაბრაზდა შესვენებისას შეცვლის გამო, რომ "ჯუზეპე მეაცა" ანტრაქტის დასრულებამდე დატოვა. უკმაყოფილო გახლდათ დიეგო მილიტოც, რომელმაც მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, არგენტინელმა ჟურნალისტებს ირონიულად მიუგო: "როგორ შევაფასებდი შეხვედრას? - კიდევ ერთხელ ვითამაშეთ საოცრად კარგად, მაგრამ სამწუხაროდ ისევ დავმარცხდით".
კვირის მატჩებიდან "უდინეზეს" "პალერმოზე" გამარჯვება უნდა აღვნიშნოთ, რის შემდეგაც ფრიულური კლუბი კვლავაც სათოფეზე დააჯდა ჩემპიონატის ლიდერს. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი და გამარჯვების გოლი ანტონიო დი ნატალემ გაიტანა, რომელმაც წინა ტურის შეხვედრა ნეაპოლში ტრავმის გამო გამოტოვა. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ X ტური საბედისწერო გამოდგა "ჩეზენას" უკვე ყოფილი მწვრთნელის, მარკო ჯამპაოლოსთვის; "ბიანკონერიმ" მორიგი მარცხი განიცადა, ამჯერად "პარმასთან" წააგო უშანსოდ, რაც მოთმინების ბოლო წვეთი აღმოჩნდა "ჩეზენას" პრეზიდენტისთვის და მთავარ მწვრთნელს კარისკენ მიუთითა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს სატურნირო ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზე მყოფ გუნდს.
მომდევნო ტური
5 ნოემბერი: პალერმო-ბოლონია, ნოვარა-რომა.
6 ნოემბერი: ჯენოა-ინტერი, ლაციო-პარმა, მილანი-კატანია, უდინეზე-სიენა, ატალანტა-კალიარი, ჩეზენა-ლეჩე, კიევო-ფიორენტინა, ნაპოლი-იუვენტუსი.
სერია A. X ტური
რომა-მილანი 2:3
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - კასეტი, ბურდისო, ჟუანი (71. ჰაინცე), ანხელი - გაგო (63. ლამელა), დე როსი, პიზარო - ბორინი (38. ბოიანი), ოსვალდო, პიანიჩი.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ძამბროტა - ნოჩერინო (88. ამბროზინი), ვან ბომელი, აკვილანი - ბოატენგი (66. ემანუელსონი) - რობინიო (74. კასანო), იბრაჰიმოვიჩი.
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (17), 1:1 ბურდისო (28), 1:2 ნესტა (30), 1:3 იბრაჰიმოვიჩი (78), 2:3 ბოიანი (87).
გაფრთხილება: გაგო, პიანიჩი - აკვილანი, ვან ბომელი, ნოჩერინო.
გაძევება: ბოატენგი (სათადარიგო სკამიდან).
კუთხური: 13-4; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 15(9)-12(4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 55 000
კატანია-ნაპოლი 2:1
კატანია (4-4-2): ანდუხარი - სპოლი, ბელუში, ლეგროტალიე, ისკო (78. დელ ვეკიო) - ალმირონი, ლოდი, რიკიუტი (59. ბარიენტოსი), მარკეზე - ბერგესიო, გომესი (76. კატელანი).
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კანავარო, ფერნანდესი, ფიდელეფი (59. მაჯო) - ინლერი, დოსენა (78. ჰამშიკი), სანტანა, ცუნიგა - მასკარა (49. ჯემაილი), ლავეცი - კავანი.
გოლები: 0:1 კავანი (1), 1:1 მარკეზე (25), 2:1 ბერგესიო (48).
გაფრთხილება: ბელუში - კანავარო.
გაძევება: სანტანა (43).
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 14(5)-10(4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 16 000
ინტერი-იუვენტუსი 1:2 [იხილეთ ვიდეო]
ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი- მაიკონი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო - ძანეტი, კამბიასო, ობი (65. სტანკოვიჩი) - სნეიდერი (78. ალვარესი) - სარატე (46. კასტანიოსი), პაცინი.
იუვენტუსი (4-3-2-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - პირლო, მარკიზიო, ვიდალი (89. პაციენცა) - პეპე, ვუჩინიჩი (84. დელ პიერო) - მატრი (70. ესტიგარიბია).
გოლები: 0:1 ვუჩინიჩი (12), 1:1 მაიკონი (28), 1:2 მარკიზიო (33).
გაფრთხილება: კივუ, სნეიდერი - ბონუჩი, კიელინი, პირლო, პეპე, ვიდალი.
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11(4)-14(6); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 75 000
სიენა-კიევო 4:1
სიენა (4-4-2): ბრკიჩი - ვიტიელო, როსეტინი, კონტინი (55. პეზოლი), დელ გროსო - მანინი, გაცი, დაგოსტინო (79. ბოლცონი), ბრიენცა - კალაიო, დესტრო (76. ლარონდო).
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ცეზარი, მანდელი, იოკიჩი (70. დრამე) - ბრედლი, ვაჩეკი, ჰეტემაი (63. პალოსკი) - კრუზადო (46. სამარკო) - პელისიერი, მოსკარდელი.
გოლები: 1:0 დესტრო (25), 2:0 დესტრო (57), 3:0 დაგოსტინო (61), 3:1 მოსკარდელი (75), 4:1 კალაიო (90).
გაფრთხილება: ლარონდო - მანდელი, ცეზარი, იოკიჩი, ჰეტემაი, კრუზადო.
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 11(7)-4(2); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 11 000
ბოლონია-ატალანტა 3:1
ბოლონია (4-3-2-1): ჟილე - რაჯი, პორტანოვა, ლორია, მორლეო - პერესი (46. პულცეტი), მუდინგაი, კონე - აკვაფრესკა, რამირესი (76. ხიმენესი) - დი ვაიო (66. ჩერუბინი).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - მაზიელო (22. ბელინი), კაპელი, ლუკინი, პელუზო - კარმონა, ჩიგარინი (53. შელოტო), პადოინი, ბონავენტურა (64. ტირიბოკი) - მორალესი - დენისი.
გოლები: 0:1 დენისი (7), 1:1 დი ვაიო (45-პენ.), 2:1 რამირესი (48), 3:1 ლორია (68).
გაფრთხილება: პორტანოვა, მუდინგაი - ბონავენტურა, პადოინი, დენისი.
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 7(4)-12(5); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 22 000
ფიორენტინა-ჯენოა 1:0
ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - კასანი, გამბერინი, ნატალი, პასკუალი - ხარჯა, მონტოლივო, ლაძარი - რომულო (86. მუნარი), ჯილარდინო (71. ვარგასი), იოვეტიჩი (90. სილვა).
ჯენოა (4-4-2): ფრეი - დაინელი, გრანკვისტი, მესტო, ანტონელი - როსი (78. კონსტანტი), კუჩკა (46. ხორკერა), ველოზო, მერკელი - პალასიო, იანკოვიჩი (58. პრატო).
გოლი: 1:0 ლაძარი (41).
გაფრთხილება: ნატალი - კუჩკა.
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 12(4)-4(2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 25 000
ლეჩე-ნოვარა 1:1
ლეჩე (4-3-3): ბენასი - ოდო, კაროციერი, ესპოზიტო (15. ტომოვიჩი), მესბა - შტრასერი, კუადრადო, ჯანდონატო (74. პასკუატო) - ოლივერა, კორვია (56. მურიელი), ბერტოლაჩი.
ნოვარა (4-3-1-2): ფონტანა - მორგანელა, პაჩი (66. დელაფიორე), ჩენტურიონი, ჯემიტი - მარიანინი, პორკარი, რიგონი - მაძარანი (79. ჯორჯი) - ჯედა, მეჯორინი (69. რადოვანოვიჩი).
გოლები: 1:0 შტრასერი (31), 1:1 რიგონი (44-პენ.).
გაფრთხილება: ოდო, კაროციერი, მესბა, ჯანდონატო - მარიანინი.
კუთხური: 9-8; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 11(7)-8(3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 14 000
პარმა-ჩეზენა 2:0
პარმა (4-4-1-1): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, გობი - ბიაბიანი, მორონე (82. ბლაზი), გალოპა (65. მუზაჩი), მოდესტო - ჯოვინკო - პელე (74. კრესპო).
ჩეზენა (4-4-1-1): ანტონიოლი - კომოტო, ფონ ბერგენი, ლაურო, როდრიგესი - კანდრევა, გუანა, მარტინესი (46. ედერი), პაროლო - გეზალი (65. კოლი) - ბოგდანი (84. რანელა).
გოლები: 1:0 პალეტა (41), 2:0 ლუკარელი (71).
გაფრთხილება: მორონე, გალოპა - კომოტო, როდრიგესი, გუანა, ედერი.
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 9-0; კარში დარტყმა: 15(7)-10(3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 14 000
უდინეზე-პალერმო 1:0
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, პინცი, ისლა, ასამოა, არმერო - დი ნატალე, ფლორო ფლორესი.
პალერმო (4-4-1-1): ცორვასი - პიზანო, სილვესტრი, ჩეტო, ბალცარეტი - აგუირეგარაი, ბარეტო, მილიაჩო, ბაჩინოვიჩი - ზაჰავი - მიკოლი.
გოლი: 1:0 დი ნატალე (38).
გაფრთხილება: ბენეტია, პინცი - პიზანო.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 8-3; კარში დარტყმა: 16(4)-10(7); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 16 000
კალიარი-ლაციო 0:3
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო (69. პერიკო), კანინი, არიაუდო, აგოსტინი - ბიონდინი, ეკდალი (54. იბარბო), ნაინგოლანი - კოსუ - რიბეირო (85. ლარივეი), ნენე.
ლაციო (4-3-1-2): მარკეტი - კონკო, დიაკიტე, დიასი, რადუ - ლულიჩი, ბროკი (68. კანა), ლედესმა - ერნანესი (78. სკული) - სისე (84. როკი), კლოზე.
გოლები: 0:1 ლულიჩი (39), 0:2 კლოზე (44), 0:3 როკი (88).
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13(2)-6(4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 11 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 9 5 4 0 15-7 19
2. უდინეზე 9 5 3 1 11-3 18
3. ლაციო 9 5 3 1 15-8 18
4. მილანი 9 5 2 2 19-14 17
5. ნაპოლი 9 4 2 3 13-7 14
6. კატანია 9 3 5 1 12-12 14
7. სიენა 9 3 4 2 11-6 13
8. პალერმო 9 4 1 4 11-11 13
9. კალიარი 9 3 4 2 9-9 13
10. ფიორენტინა 9 3 3 3 10-8 12
11. ჯენოა 9 3 3 3 13-12 12
12. პარმა 9 4 0 5 12-17 12
13. რომა 9 3 2 4 11-11 11
14. ბოლონია 9 3 1 5 8-13 10
15. ატალანტა 9 4 3 2 12-12 9
16. კიევო 9 2 3 4 7-11 9
17. ინტერი 9 2 2 5 11-16 8
18. ნოვარა 9 1 4 4 12-17 7
19. ლეჩე 9 1 2 6 7-16 5
20. ჩეზენა 9 0 3 6 3-12 3
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები: 7 - დი ნატალე (უდინეზე); 6 - ჯოვინკო (პარმა), დენისი (ატალანტა); 5 - პალასიო (ჯენოა), კლოზე (ლაციო), იოვეტიჩი (ფიორენტინა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4
FORZA JUVE