მექსესი ოპერაციას გაიკეთებს

AutoSharing Option
"მილანის" მცველის ფილიპო მექსესის ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ. დღეს, ფეხბურთელი ოპერაციის გაკეთებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ხუთშბათს გუნდის ვარჯიშზე მექსესმა ხელი მოიტეხა.

"ოპერაციული ჩარევა გამოწვეულია ფეხბურთელის ჯანმრთელობის სწრაფი აღდგენის მიზნით. ექიმი ორი სპეციალური ჭანჭიკის მეშვეობით მოტეხილი ხელის ძვლის ნაწილებს შეაერთებს. ოპერაციის გარეშე მისი გამოჯანმრთელების ვადა 45 დღე იქნებოდა, ხოლო ახლა ფეხბურთელი მოედანზე ორ კვირაში შეძლებს გამოსვლას", - განაცხადა "მილანის" ექიმმა როდოლფო ტავანიმ.

მომზადებულია Lequipe-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული