მორატი: "ინტერის" პრობლემა რანიერი არ არის

AutoSharing Option
"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ გუნდის ცუდი თამაში კლაუდიო რანიერის ბრალი არაა.

ასევე მორატიმ თქვა, რომ აპირებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინოს, რათა შემადგენლობა გაამდიდროს და კლუბის საკადრო პოტენციალი გაზარდოს.

ამ ეტაპზე "ინტერი" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილს იკავებს. გუნდმა სასტარტო 9 შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოიგო.

მორატი მოუწოდებს ყველას  მოთმინება გამოიჩინონ  და ყველაფერში რანიერი არ დაადანაშაულონ.

"ყოველ შემთხვევაში პრობლემა კლაუდიოში არ არის. პირველი ტაიმი "იუვენტუსთან" მატჩში გუნდმა პირველი ტაიმი ბრწყინვალედ ჩაატარა, ხოლო მეორე ნახევარში აშკარად უფრო
სუსტი იყო", - განაცხადა მორატიმ.

მომზადებულია Sky Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული