იტალიური დერბი ეპიცენტრში

AutoSharing Option
ტურის სიმბოლური ნაკრები
ფონტანა ("ნოვარა") - ლიხტშტაინერი ("იუვენტუსი"), ნესტა ("მილანი"), კაროციერი ("ლეჩე"), პასკუალი ("ფიორენტინა") - ლულიჩი ("ლაციო"), აკვილანი ("მილანი"), მარკიზიო ("იუვენტუსი") - რამირესი ("ბოლონია"), იბრაჰიმოვიჩი ("მილანი"), დი ნატალე ("უდინეზე").

ტურის სიმბოლურ ნაკრებში ტრადიციულად სამი ფორვარდია, რომლებზეც ერთობლივად 4 გატანილი გოლი მოდის. აქედან ორი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზეა, რომელმაც "რომასთან" პაექრობაში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. აქვეა ანტონიო დი ნატალე, რომელმაც ტრავმის გამო ნეაპოლური პაექრობა გამოტოვა და დასვენებულმა "პალერმოს" გამარჯვების გოლი გაუტანა.

შესანიშნავად წარმოჩინდა "ბოლონიას"
თავდამსხმელი გასტონ რამირესი, რომელმაც მისი გუნდის მიერ გატანილ სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა - პირველად თერთმეტმეტრიანი მოინადირა, რომელიც მარკო დი ვაიომ გოლად აქცია, შემდეგ თავად გაიტანა, ბოლოს კი სიმონე ლორიას საგოლე გადაცემა გაუკეთა. მოკლედ, რამირესმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად მოხვდა საუკეთესო ფეხბურთელებს შორის. კარგად წარმოჩინდნენ სხვა ამპლუის რჩეული ფეხბურთელებიც, რომელთა გვარებსაც ზემოთ გაეცნობოდით...

ტურის გმირი
ტურის გმირად ზლატან იბრაჰიმოვიჩი უნდა შევრაცხოთ, რომელმაც საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში და "მილანის" მიერ "რომას" ძლევაში ლომის წილი დაიდო. შვედმა ორჯერ გაუტანა მარტენ სტეკელენბურგს და ორივეჯერ თავური დარტყმებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარის ჩარჩოში. ამასთან, მთელი შეხვედრის განმავლობაში ბევრს მოძრაობდა და შეტევაში ეფექტური ასპარეზობის გარდა, დაცვასაც ეხმარეობდა. არადა, ამ კომპონენტში შვედი არასდროს ყოფილა ძლიერი. როგორც ჩანს, ზლატანი ოპტიმალურ ფორმაში შედის, ეს კი არ შეიძლება, რომ "მილანის" გულშემატკივრებს არ ახარებდეთ.

ტურის მატჩი
წარმოუდგენელია ისე შევაჯამოთ ტური, რომ დიდ იტალიურ დერბიზე არ გავამახვილოთ ყურადღება. უფრო სწორად, იმ ამბების შესახებ, რომლებიც ამ მართლაც დიდი მატჩის შემდეგ დატრიალდა. ეს იყო უდავოდ ცენტრალური შეხვედრა, რომელმაც ფეხბურთის გულშემატკივართა ინტერესი მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვია.

"იუვენტუსმა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "ინტერი" და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ მიმდინარე სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლას აპირებს. აი "ინტერს" კი ნამდვილად ჭაკად აქვს საქმე, მილანური გრანდი მე-16 ადგილზეა სატურნირო ცხრილში და თუ ასე გააგრძელა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას პირველ წრეშივე გამოეთიშება. აღარაფერს ვამბობთ სკუდეტოზე - მილანური გრანდის ქომაგთა დიდმა ნაწილმა უკვე ჩაიქნია კიდეც ხელი საჩემპიონო ტიტულის დაბრუნებაზე.

დიდი იტალიური დერბის შემდეგ, აპენინურ პრესაში არაერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. მაგალითად, "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, რომ "ინტერის" ბანაკში განხეთქილებაა და ფეხბურთელთა ნაწილი მთავარ მწვრთნელს დაუპირისპირდა. ამბობენ, რომ ამბოხებულებს დიეგო მილიტო უდგას სათავეში, რომელიც ძალიან უკმაყოფილოა მისი ამჟამინდელი ყოფით.

არგენტინელ ფორვარდს ხშირად უწევს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და არც იტალიურ დერბიში ასპარეზობის საშუალება მისცემია - კლაუდიო რანიერიმ შესვენებისას მაურო სარატე შეცვალა, თუმცა მის ნაცვლად მოედანზე არა მილიტო, არამედ ახალგაზრდა შემტევი ლიუკ კასტანიოსი შეიყვანა. ამით არა მხოლოდ შეცვლილი სარატე, სკამზე მჯდომი მილიტოც გაანაწყენა, რასაც მოჰყოლია კიდეც განხეთქილება. ამ ამბავს ჯერჯერობით არავინ ადასტურებს, თუმცა ცეცხლი რომ უკვამლოდ არ ჩნდება, ესეც ფაქტია.

ტურის ფრაზა
დიეგო მილიტო (ინტერის ფეხბურთელი): "რას ვიტყოდი "იუვენტუსთან" მატჩის შესახებ? - კიდევ ერთხელ ვითამაშეთ საოცრად კარგად, მაგრამ სამწუხაროდ ისევ დავმარცხდით".

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
X ტური, ინტერი-იუვენტუსი, 75 000 გულშემატკივარი

ყველაზე დაბალი დასწრება:
II ტური, კიევო-ნოვარა, 7 000 გულშემატკივარი

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
იუვენტუსი-პარმა 4:1 (II ტური), ფიორენტინა-პარმა 3:0 (IV), ჯენოა-კატანია 3:0 (IV), სიენა-ლეჩე 3:0 (V), მილანი-პალერმო 3:0 (VII), უდინეზე-ნოვარა 3:0 (VIII), მილანი-პარმა 4:1 (X), სიენა-კიევო 4:1 (X).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური), კალიარი-ლაციო 0:3 (X).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ინტერი 4:3 (II ტური), ლეჩე-მილანი 3:4 (VIII).

სერიები
მოგება: მილანი - 4 თამაში
წაგება: კიევო - 3
წაუგებლად: იუვენტუსი - 9
მოუგებლად: ჩეზენა - 9

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 19 გოლი - მილანი; 15 - იუვენტუსი, ლაციო.
საუკეთესო დაცვა: 3 გაშვებული - უდინეზე; 6 - სიენა; 7 - იუვენტუსი, ნაპოლი.
უარესი თავდასხმა: 3 გოლი - ჩეზენა; 7 - ლეჩე, კიევო.
უარესი დაცვა: 17 გაშვებული - ნოვარა, პარმა; 16 - ლეჩე, ინტერი.
ზუსტი გადაცემები: 4919 - მილანი; 4662 - იუვენტუსი; 4525 რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 146 - იუვენტუსი, რომა; 136 - მილანი.
კარში დარტმები: 57 - იუვენტუსი; 52 - მილანი; 49 - ჯენოა.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები

7 - დი ნატალე (უდინეზე); 6 - ჯოვინკო (პარმა), დენისი (ატალანტა); 5 - პალასიო (ჯენოა), კლოზე (ლაციო), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

ასისტენტები

7 - ანტონიო კასანო (მილანი); 5 - ალბერტო აკვილანი (მილანი); 4 - ჯიბრილ სისე (ლაციო), როდრიგო პალასიო (ჯენოა).

ზუსტი პასები

716 - ანდრეა პირლო (მილანი); 630 - დანიელე დე როსი (რომა); 607 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 605 - მიგელ ველოზო (ჯენოა); 597 - კრისტიან ლედესმა (ლაციო).

კარის მიმართულებით დარტყმები

44 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 43 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 35 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 32 - ჯიბრილ სისე (ლაციო); 27 - ერნანესი (ლაციო).

კარში დარტყმები

17 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 16 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 12 - აბელ არნანდესი (პალერმო), ალესანდრო მატრი (იუვენტუსი), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).

ჯარიმები

28 - ჯამპიერო პინცი (უდინეზე); 27 - სტეფანო მორონე (პარმა), პერპარიმ ჰეტემაი (კიევო); 27 - ნენე (კალიარი); 26 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა).

ციფრები და ფაქტები
- "იუვენტუსმა" "ინტერი" მიჯრით მეორედ დაამარცხა, ბოლოს ასეთი რამ 2005/2006 წლების სეზონში მოხდა;

- "ინტერმა" პირველ 9 ტურში 16 გოლი გაუშვა, რაც გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 1929/1930 წლების სეზონის შემდეგ;

- "იუვენტუსს" პირველ 9 თამაშში მარცხი არ აქვს, ასეთი რამ ბოლოს 2005/2006 წლების სეზონში მოხდა;

- კლაუდიო მარკიზიომ მეოთხე გოლი გაიტანა მიმდინარე ჩემპიონატში, რითიც მისი რეკორდი გაიმეორა სეზონის მასშტაბით;

- "რომას" საკუთარ მოედანზე 2005 წლის შემდეგ არ ჰქონდა წაგებული "მილანთან";

- "რომას' საკუთარ მოედანზე "მილანისგან" 3 გოლი 1990 წლის შემდეგ არ ჰქონდა გაშვებული;

- "მილანის' თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მე-15 დუბლი გააკეთა სერია A-ში;

- "ნაპოლის" თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ პირველი გოლი გაიტანა გასვლით პაექრობაში აპრილის შემდეგ;

- "ნაპოლის" შემტევმა მარიო სანტანამ პირველი წითელი ბარათი მიიღო იტალიაში;

- "ლაციომ" მიჯრით მეოთხე გასვლითი პაექრობა მოიგო;

- "კალიარიმ" "ლაციოსთან" მარცხით 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა საშინაო არენაზე;

- ტომაზო როკიმ მე-100 გოლი გაიტანა "ლაციოს" ამუნიციით;

- "სიენამ" მიჯრით მესამე საშინაო შეხვედრა მოიგო;

- "კიევომ" "სიენას" კარი ერთხელ აიღო, რითიც 435-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა;

- "ბოლონიამ" პირველად მოიგო საშინაო შეხვედრა თებერვლის შემდეგ;

- "ბოლონიას" თავდამსხმელმა მარკო დი ვაიომ პირველი გოლი გაიტანა აპრილის შემდეგ;

- "ფიორენტინამ" 5-მატჩიანი მოუგებელია სერია შეწყვიტა;

- "ფიორენტინას" ნახევარმცველმა ანდრეა ლაძარიმ 2009 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად გაიტანა სერია A-ში;

- "ლეჩემ" პირველი საშინაო ქულა აიღო მიმდინარე სეზონში, დაუზავდა რა "ნოვარას", 1:1. პიემონტელთათვის" ეს მეასე ფრეა სერია A-ში;

- "პარმას" მცველმა გაბრიელე პალეტამ პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში;

- "უდინეზე" 5 საშინაო თამაშია ყველა ტურნირზე, რაც გოლს არ უშვებს;

- მიმდინარე სეზონში, "პალერმოს" გასვლით თამაშებში არც ერთი გოლი არ აქვს გატანილი;

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 9 5 4 0 15-7 19
2. უდინეზე 9 5 3 1 11-3 18
3. ლაციო 9 5 3 1 15-8 18
4. მილანი 9 5 2 2 19-14 17
5. ნაპოლი 9 4 2 3 13-7 14
6. კატანია 9 3 5 1 12-12 14
7. სიენა 9 3 4 2 11-6 13
8. პალერმო 9 4 1 4 11-11 13
9. კალიარი 9 3 4 2 9-9 13
10. ფიორენტინა 9 3 3 3 10-8 12
11. ჯენოა 9 3 3 3 13-12 12
12. პარმა 9 4 0 5 12-17 12
13. რომა 9 3 2 4 11-11 11
14. ბოლონია 9 3 1 5 8-13 10
15. ატალანტა 9 4 3 2 12-12 9
16. კიევო 9 2 3 4 7-11 9
17. ინტერი 9 2 2 5 11-16 8
18. ნოვარა 9 1 4 4 12-17 7
19. ლეჩე 9 1 2 6 7-16 5
20. ჩეზენა 9 0 3 6 3-12 3

შენიშვნა
: ატალანტა -6 ქულა

მომდევნო ტური

5 ნოემბერი: პალერმო-ბოლონია, ნოვარა-რომა; 6 ნოემბერი: ჯენოა-ინტერი, ლაციო-პარმა, მილანი-კატანია, უდინეზე-სიენა, ატალანტა-კალიარი, ჩეზენა-ლეჩე, კიევო-ფიორენტინა, ნაპოლი-იუვენტუსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული