"მილანი" პატოს გაყიდვას აპირებს

AutoSharing Option
"მილანმა" შესაძლოა გუნდიდან ბრაზილიელი ფეხბურთელი ალეშანდრო პატო გაუშვას.

იტალიური კლუბი პატოს გაყიდვიდან 45 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს, რომელსაც მილანელები ახალი ნახევარმცველის შესაძენად დახარჯავენ.

მასიმილიანო ალეგრი ფიქრობს, რომ ბრაზილიელი გუნდში შეუცვლელი ფეხბურთელი არაა და მისი გაყიდვიდან შემოსული თანხით კლუბი უფრო კარგ ნახევარმცველს იყიდის, რადგან ვან ბომელი, ზეედორფი და ამბროზინი უკვე ახალგაზრდები აღარ არიან.

"მილანის" თავკაცი პატოს შემცვლელად კრისტიან ერიკსენსა ("აიაქსი") და კაზემიროს ("სან-პაულო") მიიჩნევს.

ბრაზილიელის გადაბირების მსურველები უკვე გამოჩნდნენ. თავდამსხმელის შეძენას "მანჩესტერ სიტი" და პსჟ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ალეშანდრო პატო "მილანში"
2008 წელს გადავიდა, ხოლო მისი კონტრაკტი კლუბთან 2014 წლამდე გრძელდება.

მომზადებულია CalcioMercato-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
პატო მილანიდან არ წავა, მითუმეტეს ეხლა.....
dato
20:02 31-10-2011
0
როგორ იგონებთ ასეთ ტყუილებს
კუდი
19:50 31-10-2011
0

სიახლეები პოპულარული