ექიმი: კასანო მოედანს რამდენიმე თვეში დაუბრუნდება

AutoSharing Option
ბრეშიის საავადმყოფოს ექიმმა-ნეიროქირურგმა მარკო ბორტოლუციმ განაცხადა, რომ ანტონიო კასანო მალე დაუბრუნდება მოედანს.

შეგახსენებთ, რომ ფორვარდს გულთან დაკავშირებული პრობლემები დაუდგინდა.

"დაზიანების კომპენსირება შესაძლებელია. მსგავს შემთხვევებში დიაგნოსტიკისთვის რამდენიმე კვირაა საჭირო. ამის შემდეგ მედიკამენტური თერაპიის კურსის ჯერი დადგება. საერთო ჯამში, ფორმის აღდგენისთვის კასანოს სულ რამდენიმე თვე დასჭირდება, - განაცხადა ექიმმა.

მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული