მატრი: სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი "მილანია"

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა ალესანდრო მატრიმ განაცხადა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი პრეტენდენტი "მილანია".

"რა თქმა უნდა, "როსონერი" ფავორიტად ითვლება. "მილანი" მოქმედი ჩემპიონია და მათ გუნდში ბევრი ფეხბურთელია, ვისაც ძალუძს გასულ სეზონში მიღწეული შედეგი გაიმეოროს.

რაც შეეხება "ნაპოლისთან" შეხვედრას, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიან. ალბათ ფიზიკური დაღლა დაეტყობათ, მაგრამ არ მგონია ამან ჩვენს დაპირისპირებაზე რამე გავლენა მოახდინოს, რადგან ასეთი თამაშების დროს, ეს პრობლემა უკანა პლანზე გადადის", - განაცხადა მატრიმ.

მომზადებულია Tuttosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული