კასანოს გული აწუხებს და შეიძლება კარიერა დაასრულოს

AutoSharing Option
ერთ-ერთ წინა ნომერში გაცნობეთ იმის შესახებ, რომ "რომა"-"მილანის" შემდეგ, ანტონიო კასანო მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. "როსონერის" თავდამსხმელი დღემდე მძიმე მდგომარეობაშია, გადაადგილება და ლაპარაკი უჭირს, ზუსტი დიაგნოზი კი ჯერაც არ დასმულა.

ჟურნალიტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ დიაგნოზი უკვე ცნობილია, მაგრამ ასაიდუმლოებენ და ჯერჯერობით არ აცხადებენ. მოკლედ, კასანოს გარშემო დიდი აურზაურია და ბუნებრივია, ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია იტალიურ სპორტულ პრესაში.

ამასობაში, ცნობილმა იტალიელმა ტელეწამყვანმა ალდო ბისკარდიმ განაცხადა, რომ სილვიო ბერლუსკონისთან ჰქონდა რამდენიმე-წუთიანი საუბარი და მას სწორედ კასანოს შესახებ დაუსვა
კითხვა - მოვუსმუნოთ ჟურნალისტს და ყველაფერს უკეთესად გავიგებთ:

"ბერლუსკონის სულ რამდენიმე წუთით შევხვდი და მაშინვე კასანოს მდგომარეობის შესახებ ვკითხე - სილვიოს თქმით, ანტონიოს გულის პრობლემები აქვს და დიდია შანსი, უახლოეს მომავალში სერიზუილი ოპერაციის გადატანა დასჭირდეს, ეს კი იმას ნისნავს, რომ შეიძლება კარიერის დასრულებაც კი მოუწიოს. ჩემთვის ამ ამბის გაგება ძალიან მტკივნეული იყო, რადგან კასანოს დიდი თავყვანისმცმელელი ვარ, მაგრამ სიმართლეს ვერ დავმალავ და სათქმელი უნდა მეთქვა. დავიტოვოთ იმედი, რომ ანტონიო მალე გამოჯანმრთელდება".

კასანოს ავადმყოფობამ მთელი საფეხბურთო იტალია შეძრა, მათ შორის "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი, რომელმაც "კორიერე დელო სპორტთან" შემდეგი კომენტარი გააკეთა: "პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ რა სჭირს ანტონიოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დავინტერესდეთ როდის დაუბრუნდება მოედანს და ითამაშებს თუ არა ეროვნულ ნაკრებში. ყველამ კარგად იცის, რომ კასანო "აძურას" საკვანძო ფეხბურთელია და თუ ჯანმრთელად იქნა, მისთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. დიდი იმედი მაქვს, რომ საგანგაშო არაფერია და ანტონიო მალე დაუბრუნდება ფეხბურთს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული