"ლაციო" ოგბონის შეძენას ეცდება

AutoSharing Option
"ტორინოს" ცენტრალური მცველი, 23 წლის ანჯელო ოგბონო რომის "ლაციოს" ჯერ კიდევ აინტერესებს. ფეხბურთელს რომაულ კლუბში გადასვლა ზაფხულში შეეძლო, მაგრამ მხარეები ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

"ბიანკოჩელესტეს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო მოთამაშის გადაბირების იმედს არ კარგავს და უახლოეს ხანში ტურინელებს მის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს შესთავაზებს.

მიმდინარე სეზონში ოგბონომ "ტორინოს" შემადგენლობაში სერია B-ის თორმეტივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

მომზადებულია Leggo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული