კასტანიერი: "ინტერის" მთავარი შეცდომა ეტოოს გაყიდვაა

AutoSharing Option
"პერუჯას", "ლაციოს" და "ინტერის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ილარიო კასტანიერმა, რომელიც ბოლო დროს იტალიურ ტელეარხზე ექსპერტად მუშაობს, "ინტერის" ჩავარდნის მიზეზებზე ისაუბრა.

ფეხბურთის სპეციალისტმა "ნერაძურის" მთავარი შეცდომა დაასახელა.

"ინტერის" კრიზისი ახლა არ დაწყებულა. ის უკვე დიდი ხანია გრძელდება და ამას ბევრი მიზეზი აქვს: მოურინიოს წასვლა, გუნდისთვის შესაფერისი მწვრთნელის პოვნის პრობლემა, სტილის დაკარგვა... ვფიქრობ რანიერის ბევრი მუშაობა მოუწევს. შესაძლოა, გამოუვიდეს კიდეც, რადგან გამოცდილი ადამიანია და უკვე გამოკვეთა ის პრობლემები, რომელზეც მუშაობაა საჭირო.

რა არის "ინტერის" ხელმძღვანელობის მთავარი შეცდომა? უეჭველად ეტოოს გაშვება. ის გუნდის
შეტევას აძლიერებდა და ერთერთი მათგანი იყო, ვინც გუნდში აუცილებლად უნდა დარჩენილიყო", - განაცხადა კასტანიერმა.

დღეს "ინტერს" ჩემპიონთა ლიგაში "ლილთან" შეხვედრა ელის.

მომზადებულია Calcio News 24-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული