არგენტინელი ფორვარდი ბოლო დროს მეტწილად სათადარიგოთა სკამზეა, დერბიც სწორედ ამის გამო გამოტოვა და შემდეგ, პრესასთან ირონიული კომენტარები არიგა. გავიდა რამდენიმე დღე და მილიტო სხვაგვარად ალაპარაკდა, ამასთან, ყველანაირი ამბოხება და დაუმორჩილებლობა უარყო:
"გავრცელებული ცნობები სრული აბსურდია და შესაბამისად, ვერაფერს დავადასტურებ. როგორც ჩანს, ვიღაცას, ან ვიღაცეებს ძალიან უნდათ, რომ "ინტერში" განხეთქილება მოხდეს. მინდა გავაწბილო არაკეთილმოსურნეები და აღვნიშნო, რომ გუნდში
რაც შეეხება იტალიურ დერბიში მარცხს, ურიგოდ არ გვითამაშია, მაგრამ ფორტუნამ მეტოქეს გაუღიმა და სამი ქულა მათ დარჩათ. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ყურების ჩამოყრა არ ღირს, რადგან მთელი ჩემპიონატი წინ არის. ბევრი ამბობს, რომ "ინტერის" პრობლემები სამუელ ეტოოს წასვლის შემდეგ დაიწყო, რასაც ვერაფრით დავეთანხმები.
არ შეიძლება, რომ კრიზისი მხოლოდ ერთი მოთამაშის წასვლამ გამოიწვიოს, მით უმეტეს, მის მაგივრად ახალი, არანაკლებ მაღალი დონის ფეხბურთელები დავიმატეთ. სამუელი ძალიან ძლიერი ფორვარდია, მაგრამ არც დიეგო ფორლანია ნაკლები და ამაში მალე დავრწმუნდებით. ამასთან, ჩვენ გვყავს მაურო სარატე, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. ასე რომ, მინდა დავამშვიდო ჩვენი გულშემატკივრები და დავპირდე მათ, რომ ყველაფერი მალე გამოსწორდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"