"არა მგონია, რომ ჩემი გუნდი დამარცხებას იმსახურებდა. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითამაშეთ მეორე ტაიმში. ევროპის ერთერთ უძლიერეს გუნდს დავუპირისპირდით. სამწუხაროდ მატჩის დასაწყისი ჩავაგდეთ - რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რომლითაც მეტოქემ ისარგებლა.
ორი კვირის წინ "ბაიერნს" ფრედ ვეთამაშეთ, მაგრამ ვფიქრობ, დღეს უკეთესად ვმოქმედებდით, ვიდრე საშინაო შეხვედრაში. მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ რას ვიზამთ. მიუხედავად ამისა, ეს ჩვენთვის დიდი მატჩი იყო, ჩვენ ხომ ბევრი რამ გამოგვივიდა".