არიგონი: "ჩეზენა" გადარჩება

AutoSharing Option
ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ იმის შესახებ, რომ "ჩეზენას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო ჯამპაოლო გაათავისუფლეს, ვისი ადგილიც ორიოდე დღის წინ დანიელე არიგონიმ დაიკავა.

52 წლის სპეციალისტი სწორედ ჩეზენელი გახლავთ, თუმცა აქამდე, მშობლიური ქალაქის გუნდში არასდროს უმუშავია - თავის დროზე, "კალიარის", "ბოლონიას", "ლივორნოს" და "ტორინოს" მეტნაკლები წარმატებით წვრთნიდა. რიგონის დიდი იმედი აქვს, რომ მის ხელში "ჩეზენა" თავს დააღწევს გასავარდნ ზონას და ელიტარულ დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. სანამ სიტყვას "ჩეზენას" ახალ მწვრთნელს გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ დანიელემ კლუბთან სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება:

"ვფიქრობ, საკმაოდ კარგი
შანსი გვაქვს იმის, რომ კრიზისი დავძლიოთ და გასავარდი ზონიდან ამოვძრეთ. როდესაც "ჩეზენადან" წინადადება მივიღე, ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რადგან მშობლიური ქალაქის გუნდში მუშაობა ყოველთვის მინდოდა. შემადგენლობა საკმაოდ ძლიერი გვყავს და სიმართლე გითხრათ, მიკვირს რომ გუნდი ასეთ დღეში ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ "ჩეზენა" უკანასკნელ ადგილზეა სატურნირო ცხრილში და ჯერ მოგება არ აქვს, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ; მჯერა, რომ მთავარ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული