მაურიც საოპერაციოა

AutoSharing Option
პრანდელის "აძურაში" ერთ-ერთი წამყვანი როლი ეკავა სტეფანო მაურის, თუმცა 31 წლის ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და კარგა ხნით ჩამოშორდა ფეხბურთს. დაახლოებით სამი-ოთხი თვეა, რაც სტეფანოს ძირითადად ლაზარეთში უწევს ყოფნა და მის გამოჯანმრთელებას არა და არ დაადგა საშველი. როგორც ჩანს, "ლაციოს" ექიმებს მოეთმინების ფიალა აევსოთ და ფეხბურთელი ოპერაციის გაკეთებაზე დაიყოლიეს.

დიახ, დაიყოლიეს, რადგან მაურიმ ერთხელ უკვე იუარა დანის ქვეშ დაწოლა და დაპირდა კლუბის მესვეურებს, რომ სარეაბილიტაციო კურსით უფრო მალე მოახერხებდა სრულად გამოჯანმრთელებას. მისი დანაპირები არ შესრულდა და 4 ნოემბერს რომის ერთ-ერთ კლინიკაში
ერთხელ უკვე გადადებული ოპერაცია მაინც გაკეთდება. დანარჩენზე თავად ფეხბურთელი იტყვის:

"დიდი იმედი მაქვს, რომ ოპერაცია წარმატებით ჩაივლის და მოედანს მალე დავუბრუნდები. როგორც ექიმებმა მითხრეს, სარეაბილიტაციო პერიოდი 2-3 თვეს წაიღებს, რაც ოპერაციის კვალობაზე არც თუ ისე დიდი დროა. ანუ, სეზონის გადამწყვეტ ნაწილს სრულ მზადყოფნაში შვხვდები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული