"მილანის" დღევანდელ ვარჯიშზე მონაწილეობა მცველმა ლუკა ანტონინიმ და ნახევარმცველმა მარკ ვან ბომელმაც მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ამ ორ ფეხბურთელს კოჭი აწუხებდა.
გუნდის ვარჯიში მცველმა ალესანდრო ნესტამ და ჰავბეკმა კევინ-პრინს ბოატენგმა გამოტოვეს.
კვირას "მილანს" "კატანიასთან" სერია A-ს მატჩი ელის.