"საერთოდ ეს ერთადერთი მატჩია, რომელსაც შეუძლია ემოციური წონასწორობა დამირღვიოს. მას მოუთმენლად ველი და დაძაბული ვარ.
გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი ვის ვუგულშემატკივრებ, თუმცა ფესვები ნეაპოლში მაქვს. მეორეს მხრივ, ტურინში ვცხოვრობ და "იუვენტუსში" ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. "იუვენტუსის" ფანებიც თავისიანად მიმიჩნევენ", - განაცხადა სპეციალისტმა.
მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით