ჩირო ფერარა: არც კი ვიცი ვის ვუგულშემატკივრებ "ნაპოლი"-"იუვენტუსის" მატჩში

AutoSharing Option
იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩირო ფერარამ, რომელიც ადრე როგორც "ნაპოლის" ისევე "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა, ამ გუნდების მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"საერთოდ ეს ერთადერთი მატჩია, რომელსაც შეუძლია ემოციური წონასწორობა დამირღვიოს. მას მოუთმენლად ველი და დაძაბული ვარ.
გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი ვის ვუგულშემატკივრებ, თუმცა ფესვები ნეაპოლში მაქვს. მეორეს მხრივ, ტურინში ვცხოვრობ და "იუვენტუსში" ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. "იუვენტუსის" ფანებიც თავისიანად მიმიჩნევენ", - განაცხადა სპეციალისტმა.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული