შეუჩერებელი "მილანი" და "რომა" "ბარსელონას" სტილში

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე, სერია A-ს XI ტურის რვა შეხვედრა გაიმართა, დარჩენილი ორი კი კოკისპირული წვიმების გამო გადაიდო. დიახ, გადაუღებელმა წვიმებმა რამდენიმე ქალაქში მდინარეები აადიდა, რასაც მსხვერპლიც კი მოჰყვა - მაგალითად, გენუაში შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, ორი იმდენი კი დღემდე იძებნება; მოკლედ, ამ ქალაქში ფეხბურთისთვის ნამდვილად არ ეცალათ და სრულიად ბუნებრივია, რომ "ჯენოა" - "ინტერის" შეხვედრა გადაიდო.

ანალოგიური რამ მოხდა ნეაპოლშიც, სადაც "იუვენტუსი" ჩადიოდა და შესაბამისად, ტურის ცენტრალური შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო. მილიონერთა ქალაქში წვიმას წყალდიდობა და მსხვერპლი არ მოჰყოლია - ამიტომ, "სტადიო სან
პაოლოს" ადმინისტრაცია ბევრს ეცადა შეხვედრა დათქმულ დროის დაწყებულიყო, მაგრამ გუშინ დილით ცხადი გახდა, რომ მინდორზე ბურთის გორება შეუძლებელი იქნებოდა.

მოკლედ, ორი მეტად საინტერესო შეხვედრა გადაიდო და სავარაუდოდ, 14 დეკემბერს გაიმართება. ახალ წლამდე სწორედ ეს თარიღია თავისუფალი და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, XI ტურის დარჩენილი შეხვედრები ამ დღეს გაიმართება.

დროა იმ მატჩებზე ვთქვათ, რომლებიც გაიმართა და დასაწყისისთვის მილანში გადავინაცვლოთ, სადაც მასიმილიანო ალეგრის გუნდმა "კატანია" მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა, 4:0. თქმა არ სჭირდება, რომ მთელი შეხვედრა მასპინძელთა სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, ანგარიში კი შეიძლებოდა უფრო დიდიც ყოფილიყო.

პირველი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზეა, რომელმაც რობინიოს მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა მთელი თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა და გატანილი გოლიც ერთობ ეფექტური გამოუვიდა - პირველი ტაიმის შუაწელი იყო, როდესაც რობინიომ ბურთი მარცხენა ფრთაზე მიიღო, ორ მცველს გვერდი ეფექტურად აუარა და მოჭრილი დარტყმით სიცილიელთა კიპერი უშანსოდ დატოვა. მესამე გოლი კუნძულელებმა საკუთარ კარში გაიტანეს, მეოთხე კი ჯანლუკა ძამბროტაზე მოდის, რომელმაც მეკარის მიერ საჯარიმო დარტყმის შემდეგ უკუგდებულ ბურთს მიუსწრო და ბადეში გაახვია.

გამარჯვება მილანელებმა ანტონიო კასანოს მიუძღვნეს, რაზეც მასიმილიანო ალეგრის სიტყვები ნათლად მეტყველებს:

"შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და შეგირდებით მთლიანად კმაყოფილი ვარ. ყველა რგოლი კარგი იყო და თუ ასე გავაგრძელეთ, ძალიან მალე ჩავუდგებით სატურნირო ცხრილს სათავეში. ბუნებრივია, გამარჯვება ანტონიო კასანოს ეძღვნება, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება გვერდში დგომა.

საბედნიეროდ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ანტონიო უკვე გამოწერეს, სახლშია და თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს. მოკლედ, ძალიან კარგი დღე იყო, რისთვისაც მინდა თითოეულ ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო".

სატურნირო ცხრილს "უდინეზე" უდგას სათავეში და ამ გუნდის შესახებ აუცილებლად უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა. მოკლედ, არის ანტონიო დი ნატალე და არის გამარჯვებებიც - ტოტომ მორიგი გოლი მიითვალა აქტივში, ამჯერად "სიენას" კიპერი დაამწუხრა და გუნდს მორიგი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარება.

შუა კვირაში, უდინელები ევროპის ლიგაზე შერცხვნენ მადრიდის "ატლეტიკოსთან" და სარეაბილიტაციოდ ჰქონდათ საქმე - სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება მატჩის ბოლოს ფრანჩესკო გვიდოლინიმ:

"ძალიან გვრცხვენია იმის გამო, რაც მადრიდში მოხდა, ამიტომ, "სიენას" მთელი ძალებით შევუტიეთ და საბედნიეროდ, სამი ქულის მოპოვება შევძელით. მართალია, ყველაფერი არ გამოგვივიდა, რაც გვინდოდა, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიეთ. ცხრილში ლიდერის პოზიციაზე ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და ჯერ ძალიან ადრეა დასკვნების გამოტანა".

მოიგო "ლაციომაც" და "უდინეზეს" მსგავსად 21 ქულას მოუყარა თავი. რომაელებმა საკუთარ მოედანზე კერკეტ "პარმას" უმასპინძლეს და მეტოქეს ერთი უპასუხო ბურთი გაუტანეს. შეხვედრის გმირი ჯუზეპე სკული გახლავთ, რომელიც მეორე ნახევრის სტარტზევე გამოჩნდა მოედანზე და თამაშის მიწურულს გამარჯვების გოლი გაიტანა. სკულის გოლმა აღფრთოვანებაში მოიყვანა "ოლიმპიკოზე" შეკრებილი გულშემატკივრები, ნამატჩევს კი ედუარდო რეიამ სწორედ ტიფოზებს გადაუხადა მადლობა - რომ არა მათი მხარდაჭერა, სამ ქულას ნამდვილად ვერ ავიღებდითო.

მოიგო მეორე რომაულმა გუნდმაც, თანაც გასვლაზე "ნოვარასთან". ლუის ენრიკეს გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მეორე ტაიმიდან კი ფაქტიურად შტურმზე გადავიდა, რაც დაფასდა კიდეც ორი გატანილი გოლით. შეხვედრის გმირი ბოიან კრკიჩია, რომელიც სკულის მსგავსად შეცვლაზე შევიდა თამაშში და გახსნა კიდეც ანგარიში - 72-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ესპანელი მარცხენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, პიანიჩისგან შესანიშნავი პასი მიიღო და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარის ჩარჩოში. სამიოდე წუთში თავი პაბლო ოსვალდომაც გამოიჩინა და ნათელი გახდა, რომ ამ თამაშს სტუმრები მოიგებდნენ. ასეც მოხდა, 2:0 "ჯალოროსის" სასარგებლოდ და უზომოდ კმაყოფილი ლუის ენრიკე, რომელიც რომში ჩასვლის დღიდან იმეორებს, რომ გუნდში თავისი საფეხბურთო ფილოსოფია უნდა დანერგოს. მატჩის შემდეგ, ესპანელი სწორედ ამაზე საუბრობდა:

"მთელი შეხვედრა ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით, ეს კი ის გახლავთ, რისკენაც პირველი ვარჯიშიდან მივისწრაფვი. თუ ასე გავაგრძელეთ, შედეგებიც მოვა და სატურნირო ცხრილშიც გაცილებით მაღლა დავიკავებთ ადგილს. სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ცხრილს არც ვუყურებ, მიზნად კი ერთი რამ მაქვს დასახული - ისეთი "რომა" ვიხილო, როგორიც ჩვენი გუნდის ნებისმიერ გულშემატკივარს გაეხარდება".

აქვე აღვნიშნოთ, რომ "ფიორენტინამ" ვერაფრით მიაღწია სტაბილურობას და რამდენიმე კარგად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ვერონაში მარცხი განიცადა. წაგება წაგებად და სინიშა მიხაილოვიჩის შეგირდებმა ვერაფერი ფეხბურთი აჩვენეს, რითიც სიყვარულის ქალაქში ჩასული ფლორენციელი ტიფოზების აგრესია დაიმსახურეს. დიახ, მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა "ვიოლა" სტვენით გააცილეს, ამასთან სერბ სპეციალისტს გადადგომისკენ მოუწოდეს.

წყალწაღებულმა "ჩეზენამ" საკუთარ მოედანზე "ლეჩესთანაც" წააგო და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ჩემპიონატის უმთავარესი აუტსაიდერია. სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან ჯერ მხოლოდ 10 ტურია გასული და ბევრმა "ბიანკონერი" უკვე ჩამოწერა კიდეც.

ბოლოს "ატალანტას" შესახებ ვთქვათ, რომელმაც მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ამჯერად, "კალიარი" გააკრა ბეჭებზე. ერთადერთი, ანუ გამარჯვების გოლი ხერმან დენისის ანგარიშზეა, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირთა "რბოლაში" მონაწილეობს.

იტალია. სერია A. XI ტური
ალერმო-ბოლონია 3:1
პალერმო (4-3-2-1): ცორვასი - პიზანო, სილვესტრი, ჩეტო, ბალცარეტი - ასკუა, ზაჰავი (63. ბარეტო), მილიაჩო - ბაჩინოვიჩი (76. აგუირეგარაი), ილიჩიჩი - ერნანდესი (20. ვარელა).
ბოლონია (4-3-2-1): ჟილე - რაჯი (58. გარიჩი), ჩერუბინი, ლორია, მორლეო - პერესი, მუდინგაი (68. პულცეტი), კონე - აკვაფრესკა (68. ხიმენესი), რამირესი - დი ვაიო.
გოლები: 1:0 ზაჰავი (13), 2:0 სილვესტრი (52), 3:0 ილიჩიჩი (74), 3:1 რამირესი (88).
გაფრთხილება: ბალცარეტი, მილიაჩო, აგუირეგარაი - მორლეო, პერესი.
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11(6)-7(6); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 23 000

ნოვარა-რომა 0:2
ნოვარა (4-3-1-2): ფონტანა - მორგანელა, პაჩი, ჩენტურიონი, ჯემიტი - მარიანინი (74. ჯედა), პორკარი, რიგონი - მაძარანი (52. პინარდი) - მორიმოტო (61. ჯორჯი), მეჯორინი.
რომა (4-3-1-2): სტეკელენბურგი - კასეტი, ბურდისო, როზი (78. ანხელი), ტადეი - გაგო, დე როსი, გრეკო (61. ბოიანი) - პიანიჩი (86. პეროტა) - ლამელა, ოსვალდო.
გოლები: 0:1 ბოიანი (72), 0:2 ოსვალდო (75).
გაფრთხილება: პაჩი, პორკარი - კასეტი, პიანიჩი.
კუთხური: 10-8; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 9-2; კარში დარტყმა: 7(2)-18(9); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 11 000

მილანი-კატანია 4:0
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ბონერა (46. იეპესი), ტიაგო სილვა, ძამბროტა - ამბროზინი, ზეედორფი (79. ანტონინი), აკვილანი - ემანუელსონი - რობინიო (79. ინძაგი), იბრაჰიმოვიჩი.
კატანია (4-4-2): ანდუხარი - სპოლი, ბელუში, ლეგროტალიე, ლანცაფამე (63. მაქსი ლოპესი) - ალმირონი, ლოდი (79. დელ ვეკიო), რიკიუტი (52. ბარიენტოსი), მარკეზე - ბერგესიო, გომესი.
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (7-პენ.), 2:0 რობინიო (24), 3:0 ლოდი (69-საკ. კარში), 4:0 ძამბროტა (72).
გაფრთხილება: აბატე, ბონერა - იბრაჰიმოვიჩი.
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 17(10)-9(6); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 56 000

ატალანტა-კალიარი 1:0
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - მაზიელო (90. ფერი), კაპელი, ლუკინი, პელუზო - კარმონა, ჩიგარინი, შელოტო, ბონავენტურა (82. პეტინარი) - მორალესი (71. მარილუნგო) - დენისი.
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, კანინი, არიაუდო, აგოსტინი - ბიონდინი (89. ეკდალი), კონტი, ნაინგოლანი - კოსუ (83. იბარბო) - რიბეირო (86. ლარივეი), ნენე.
გოლი: 1:0 დენისი (80).
გაფრთხილება: მაზიელო, პელუზო, ჩიგარინი - ბიონდინი, კონტი.
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 9(3)-9(6); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 21 000

ჩეზენა-ლეჩე 0:1
ჩეზენა (4-4-1-1): ანტონიოლი - კომოტო (76. ლივაია), ფონ ბერგენი, ლაურო, როდრიგესი - კანდრევა, ჩეკარელი, გეზალი (14. ჯოკოვიჩი - 60. ბოგდანი), პაროლო - ედერი - მუტუ.
ლეჩე (4-3-3): ბენასი - ოდო, კაროციერი, ესპოზიტო, ტომოვიჩი - შტრასერი, კუადრადო (89. ჯანდონატო), გროსმიულერი - ოლივერა (79. ბრივიო), მურიელი, ბერტოლაჩი (57. ჯაკომაცი).
გოლი: 0:1 კუადრადო (56).
გაფრთხილება: პაროლო - კაროციერი.
გაძევება: მურიელი (59).
კუთხური: 21-2; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16(6)-8(2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 14 000

კიევო-ფიორენტინა 1:0
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ანდრეოლი, მანდელი, დრამე - ბრედლი, რიგონი, ლუჩანო (72. ჰეტემაი) - სამარკო - პელისიერი (84. ვაჩეკი), მოსკარდელი (75. თერეუ).
ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - კასანი (23. დე სილვესტრი), გამბერინი, ნატალი (60. ნასტასიჩი), პასკუალი - ბეჰრამი (26. ბეჰრამი), მონტოლივო, ლაძარი - რომულო, ჯილარდინო, იოვეტიჩი.
გოლი: 1:0 რიგონი (66).
გაფრთხილება: დრამე - ნატალი, ლაძარი, იოვეტიჩი.
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 10(3)-10(2); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 11 000

ლაციო-პარმა 1:0
ლაციო (4-3-1-2): მარკეტი - კონკო, დიაკიტე, დიასი, რადუ - ლულიჩი (46. სკული), ბროკი, ლედესმა - ერნანესი (76. გონსალესი) - სისე (83. კოზაკი), კლოზე.
პარმა (4-4-1-1): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, გობი - ბიაბიანი, მორონე, გალოპა (79. ბლაზი), მოდესტო (87. ვალდესი) - ჯოვინკო (47. ვალიანი) - პელე.
გოლი: 1:0 სკული (84).
გაფრთხილება: რადუ - მორონე.
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 8(6)-5(2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 37 000

უდინეზე-სიენა 2:1
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა (75. აბდი), პინცი (83. ბადუ), ისლა, ასამოა, არმერო - დი ნატალე, ფლორო ფლორესი (83. ეკსტრანდი).
სიენა (4-4-2): ბრკიჩი - ვიტიელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო - მანინი (53. რეჯინალდო), გაცი (61. ბოლცონი), დაგოსტინო, ბრიენცა - კალაიო, დესტრო (70. გონსალესი).
გოლები: 1:0 ბასტა (1), 2:0 დი ნატალე (64), 2:1 ბოლცონი (77).
გაფრთხილება: ბრიენცა, კალაიო (სიენა).
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 12(7)-15(6); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 15 000

ჯენოა-ინტერი გადაიდო
ნაპოლი-იუვენტუსი გადაიდო

თ მ ფ წ ბ ქ
1. უდინეზე 10 6 3 1 13-4 21
2. ლაციო 10 6 3 1 16-8 21
3. მილანი 10 6 2 2 23-14 20
4. იუვენტუსი 9 5 4 0 15-7 19
5. პალერმო 10 5 1 4 14-12 16
6. ნაპოლი 9 4 2 3 13-7 14
7. რომა 10 4 2 4 13-11 14
8. კატანია 10 3 5 2 12-16 14
9. სიენა 10 3 4 3 12-8 13
10. კალიარი 10 3 4 3 9-10 13
11. ჯენოა 9 3 3 3 13-12 12
12. ატალანტა 10 5 3 2 13-12 12
13. ფიორენტინა 10 3 3 4 10-9 12
14. კიევო 10 3 3 4 8-11 12
15. პარმა 10 4 0 6 12-18 12
16. ბოლონია 10 3 1 6 9-16 10
17. ინტერი 9 2 2 5 11-16 8
18. ლეჩე 10 2 2 6 8-16 8
19. ნოვარა 10 1 4 5 12-19 7
20. ჩეზენა 10 0 3 7 3-13 3

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
8 - დი ნატალე (უდინეზე); 7 - დენისი (ატალანტა); 6 - ჯოვინკო (პარმა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული