"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ზამთარში გუნდში ახალი თავდამსხმელის გამოჩენა არ გამორიცხა.
იტალიური კლუბის ფორვარდმა ანტონიო კასანომ რამდენიმე დღის წინ გულის ოპერაცია გადაიტანა და ფეხბურთს საკმაო ხნით გამოეთიშა.
"დელ პიერო? მოდით ნუ ვიხუმრებთ. რაც შეეხება მაქსი ლოპესს, ის "მილანისთვის" საკმაოდ კარგი ვარიანტია, მაგრამ კიდევ ბევრი ფეხბურთელია, რომელიც შეგვეწყობოდა.
ლოპესზე წავიკითხე, მაგრამ ახლა რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. თავიდან შევხედავთ როგორ იქნება კასანო. თუ თავდამსხმელის დამატება დაგვჭირდა, ეს ალბათ იჯარის წესით და სეზონის ბოლოს გამოსყიდვის შესაძლებლობით მოხდება", - განაცხადა გალიანიმ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
18:25 07-11-2011
ადრიანო გალიანი: დელ პიერო "მილანში"? მოდით ნუ ვიხუმრებთ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული