კასანო: მოედანს რამდენიმე თვის შემდეგ დავუბრუნდები

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ, რომელმაც გასულ პარასკევს გულის ოპერაცია გადაიტანა, საკუთარ ტვიტერში გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"სალამი ყველას! უკვე შინ ვარ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მხარდაჭერისთვის. სწრაფად გამოვჯანმრთელდები და ვაპირებ რამდენიმე თვის შემდეგ მოედანს დავუბრუნდე, რათა "მილანთან" ერთად ჩემპიონი გავხდე.

ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან ახლა ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი მქონდა, მაგრამ ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი ხდება.

როდესაც დავბრუნდები კიდევ უფრო ძლიერი ვიქნები", - დაწერა კასანომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული