ინძაგი: ახლა კარიერა რომ დავასრულო, გავგიჟდები

AutoSharing Option
"მილანის" ვეტერანმა ფეხბურთელმა ფილიპო ინძაგიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს კარიერის დასრულებას.

"38 წლის ასაკში კარიერა რომ დავასრულო, ალბათ გავგიჟდები. ძალიან მინდა თამაში "მილანში" დავამთავრო. მგონია, რომ აქ ყველას ვუყვარვარ. გუნდთან ერთად ბოლო ორი თვე ვივარჯიშე. ჩემი მიზანია ბოლო მატჩი "მილანში" ვითამაშო.

ჩემი აგენტი სხვა კლუბებთან კონტაქტობდა, მაგრამ არავის სჯერა, რომ მილანურ გრანდს დავტოვებ.

მწვრთნელის გადაწყვეტილებებს ვეგუები, რომელიც ცოტა სათამაშო დროს მაძლევს, თუმცა ვცდილობ დავუმტკიცო, რომ მეტი შემიძლია", - განაცხადა ინძაგიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული