"38 წლის ასაკში კარიერა რომ დავასრულო, ალბათ გავგიჟდები. ძალიან მინდა თამაში "მილანში" დავამთავრო. მგონია, რომ აქ ყველას ვუყვარვარ. გუნდთან ერთად ბოლო ორი თვე ვივარჯიშე. ჩემი მიზანია ბოლო მატჩი "მილანში" ვითამაშო.
ჩემი აგენტი სხვა კლუბებთან კონტაქტობდა, მაგრამ არავის სჯერა, რომ მილანურ გრანდს დავტოვებ.
მწვრთნელის გადაწყვეტილებებს ვეგუები, რომელიც ცოტა სათამაშო დროს მაძლევს, თუმცა ვცდილობ დავუმტკიცო, რომ მეტი შემიძლია", - განაცხადა ინძაგიმ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით