იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა "ფიორენტინამ" მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი გაუშვა. გუნდის ახალ თავკაცად დელიო როსი დაინიშნა, რომელმაც კონტრაქტი 2013 წლამდე გააფორმა.
მიხაილოვიჩი სერია A-ში მიმდინარე სეზონში თანამდებობიდან დათხოვნილი მეექვსე მწვრთნელი გახდა.
აქამდე მწვრთნელი "კალიარიმ", "პალერმომ", "ინტერმა", "ბოლონიამ" და "ჩეზენამ" გამოიცვალეს.