სებასტიან ჯოვინკო: პრანდელის ჩემი სჯერა

AutoSharing Option
"პარმას" ნახევარმცველმა სებასტიან ჯოვინკომ განაცხადა, რომ იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ მას უმაღლეს დონეზე თამაშის გაგრძელება სთხოვა.

"სამწუხაროა, რომ საერთაშორისო მატჩებში ვერ ვთამაშობ. რა მითხრა პრანდელიმ? ის, რომ იტალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ მაქვს. მან კლუბში უმაღლეს დონეზე თამაშის გაგრძელება მთხოვა. რაც ნიშნავს, რომ ჩემი შესაძლებლობების ჯერ კიდევ სჯერა.

სერიოზული ტრავმა არ მაწუხებს, მაგრამ კუნთების ტრავმას ყურადღების მიქცევა სჭირდება. იმედია, "უდინეზესთან" თამაშს შევძლებ", - თქვა იტალიელმა.

მომზადებულია Sport Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული