კივუმ შესაძლოა "ინტერი" დატოვოს

AutoSharing Option
"ინტერის" მცველი კრისტიან კივუ შესაძლოა 2012 წლის ზაფხულში "აიაქსში" დაბრუნდეს.

ფეხბურთელის კონტრაქტის ვადა იტალიურ კლუბთან მომავალი წლის ზაფხულში იწურება. "ინტერის" ხელმძღვანელობა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მცველთან მოლაპარაკებებს ჯერ არ აწარმოებს.

თავად კივუ კი გუნდში საკუთარი პოზიციით უკმაყოფილოა და დაცვის ცენტრში სურს ადგილის დამკვიდრება. შეგახსნებთ, რომ ის დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობს.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული