"ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა, რომელმაც მარცხენა ფეხის კუნთების ტრავმა მოირჩინა, აღნიშნა, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოგების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.
ფორვარდის თქმით, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.
"დიდი იმედი მაქვს, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატს მოვიგებთ. დიახ, იოლი ამოცანა არ არის, მით უმეტეს, თუ ჩვენი კონკურენტების ქულათა უპირატესობას გავითვალისწინებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, იმედი ბოლოს კვდება.
ვეცდებით სეზონის ბოლომდე ჩემპიონთა ლიგის და იტალიის თასის გათამაშებას არ გამოვეთიშოთ, ასე კი შესაძლოა ტიტულის მოგების შანსიც გაგვიჩნდეს", - განაცხადა ფორლანმა.
მომზადებულია inter.it-ის მიხედვით
17:50 11-11-2011
დიეგო ფორლანი: სკუდეტოს მოგების იმედი ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული