ბუფონი: ბალოტელი იტალიის ნაკრების ლიდერად ყალიბდება

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა პოლონეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში 2:0 გამარჯვების შემდეგ "სკუადრა აძურას" ორი თავდამსხმელის - მარიო ბალოტელისა და ჯანპაოლო პაცინის გარჯა გამოარჩია.

"ბოლო პერიოდში ჩვენ ორი მნიშვნელოვანი ფიგურა - კასანო და როსი მოვისაკლისეთ, თუმა ბალოტელიმ და პაცინიმ სასიამოვნოდ გაგვაოცეს. პოლონელებთან თამაშში ორივე ბრწყინვალედ გაისარჯა.

ბალოტელი ნელნელა ეროვნული გუნდის ლიდერად ყალიბდება. ახლა მან ახალი როლი კარგად უნდა გაითავისოს", - განაცხადა ბუფონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული