"მილანმა" მზერა ამჯერად ნისლიან ალბიონზე შეაჩერა. იტალიელებს ლონდონის "ჩელსის" ფორვარდის დიდიე დროგბას გადაბირება სურთ. ამ ბოლო დროს დროგბა "არისტოკრატთა" შემადგენლობაში არც თუ ისე ხშირად ხვდება.
სავარაუდოდ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მილანელთა მთავარი სამიზნე კოტდიუვარელი ფეხბურთელი იქნება.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით