იტალიის ნაკრები მაფიასთან ბრძოლის მხარდასაჭერად აქციას გამართავს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრები დღეს სამხრეთ კალაბრიის ქალაქ რიციკონიში ვარჯიშს ჩაატარებს. რიციკონის საფეხბურთო მოედანი, მსხვილი დანაშაულებრივი სინდიკატის - "ნდრანგეტისთვის" ჩამორთმეულ მიწაზე მდებარეობს.

ამ აქციას "სკუადრა აძურა" ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მხარდასაჭერად ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ "ნდრანგეტა" დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იტალიური დანაშაულებრივი დაჯგუფებაა, რომელიც კოკაინით ვაჭრობითაა დაკავებული.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ იტალიის ნაკრები რომში გაემგზავრება და ურუგვაისთან 15 ნოემბერს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული