პეროტამ "რომასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველმა სიმონე პეროტამ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

წინა ხელშეკრულების თანახმად 34 წლის ფეხბურთელი გუნდში 2012 წლის ზაფხულამდე რჩებოდა, ხოლო ახალი კონტაქტის მიხედვით მხარეებმა თანამშრომლობა ერთი წლით გაახანგრძლივეს. პეროტა "რომას" ღირსებას 2013 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

გამოცდილი ნახევარმცველი გუნდში 2004 წლიდან იმყოფება და "რომას" მაისურით უკვე 200 მატჩის ჩატარება მოახერხა.

მომზადებულია Corriere dello sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული