საკითხავია, სად ითამაშებს დელ პიერო. ამ კითხვაზე პასუხი ჯერ თავად ალექსსაც არ აქვს. ერთი კი ნათელია, ის ზაფხულში "ბიანკონერს" დატოვებს.
"ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ მსიამოვნებს. არის დრო, როდესაც აუტანლად მინდა მეოდანზე გასვლა და ბურთის გაგორება. ეს მშვენიერი გრძნობაა და მიხარია, რომ თამაშის სურვილი ჯერ კიდევ არ გამქრობია.
რამდენ ხანს ვითამაშებ კიდევ? ალბათ, სადღაც ორმოც წლამდე. ჩემი ფიზიკური კონდიციები 1998 წლის ნოემბერში შეიცვალა (მაშინ დელ პიერომ მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა).
ამ ტრავმამ ჩემი კარიერა შეცვალა და როგორც მოთამაშე და ადამიანი, გამაძლიერა. კარიერის დასრულებას მაჟორულ ნოტაზე ვისურვებდი", - ამბობს ალექსი.