რანიერი ავტორიტეტებს არ ცნობს

AutoSharing Option
სერია A-ში "ინტერის" კატასტროფული სტარტის შესახებ, იტალიურ პრესაში ძალიან ბევრი იწერება.

ჩემპიონატის დაწყებიდან 10 ტურია გასული, იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მხოლოდ 8 ქულა აქვს მოგროვილი, სატურნირო ცხრილში კი ბოლოდან მეოთხე ადგილზი უკავია.

"ნერაძურის" რომ დიდი პოტენციალი აქვს, ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ მას სწორი გამოყენება სჭირდება, რაც ჯერჯერობით არ სჩანს.

კლაუდიო რანიერი ვერაფრით გაერკვა ვითარებაში და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება მალე პოსტის დატოვება მოუხდეს. სანამ ფეხბურთელები სანაკრებო შეკრებებზე გაემგზავრებოდნენ, რანიერის მთელი გუნდი შეუკრიბია და საკმაოდ დიდ
ხანს, მკაცრი ტონით უსაუბრია.

ჟურნალისტთა მტკიცებით, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც მან განაცხადა, ხელშეუხებელი ფეხბურთელების არარსებობას ეხებოდა. რანიერის პირდაპირ უთქვამს, პრივილეგიებით არავინ სარგებლობს და ვინც სათანადო ფორმაში არ იქნება, აუცილებლად სათადარიგოთა სკამზე გავამწესებო. როგორც ჩანს, რანიერის სიტყვებს კონკრეტრული ადრესატი ჰყავდა, მაგრამ ვინ? - ამის შესახებ "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტს საინტერესო მოსაზრება აქვს…

ლაპარაკია არა ერთ, არამედ რამდენიმე ფეხბურთელზე, რომლებიც გასახდელში ყოჩობენ და თანაგუნდელებს შორის დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობენ - ლაპარაკია დიეგო მილიტოზე, ესტებან კამბიასოსა და ვესლი სნეიდერზე.

თურმე, აღნიშნული ტრიოს ასპარეზობით რანიერი უკმაყოფილოა და ცდილობს, ვითარება რა შეიძლება მალე გამოასწოროს. "გაძეტას" ვარაუდით, ეს კრება შესაძლოა გუნდში ახალი განხეთქილების საბაბი გახდეს - აქამდეც ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ რანიერისა და მილიტოს შორის ისედაც დაპირისპირებაა. რა გაგრძელება მოჰყვება ამ ამბავს, ძნელი სათქმელია. არ არის გამორიცხული, უკვე მომდევნო შეხვედრაში ჩამოთვლილი ფეხბურთელები ძირითადს მიღმა დარჩნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული