ინძაგი წასვლით იმუქრება

AutoSharing Option
"მილანის" 38 წლის ფორვარდი ფილიპო ინძაგი ძალიან უკმაყოფილოა ამჟამინდელი ყოფით და იმუქრება, თუ ვითარება არ შეიცვალა, მილანურ გრანდს აუცილებლად დავტოვებო.

კარლო ანჩელოტისა და ლეონარდოს ფორმაციის "მილანში" პიპოს ადგილი ყოველთვის მოიძებნებოდა, მასიმილიანო ალეგრი კი არ სწყალობს და სწორედ ეს გახლავთ ინძაგის უკმაყოფილების მიზეზი. პიპოს თქმით, მას კარგად ესმის, რომ საუკეთესო წლები უკან მოიტოვა, მაგრამ სანამ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას გადაწყვეტს, იქამდე თამაში და მხოლოდ და მხოლოდ თამაში სურს:

"მე ფეხბურთელი ვარ, მიყვარს ჩემი საქმე და მინდა, რომ რაც შეიძლება ხშირად მიწევდეს მოედანზე
გასვლა. მესმის, რომ იმ ასაკში აღარ ვარ, მაგრამ თამაში ჯერ კიდევ უმაღლეს დონეზე შემიძლია.

"მილანის" კალიბრის გუნდში ძალიან ძნელია მუდმივად ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მთლად ასე უფეხბურთოდ გაჩერებაც უკვე შეუძლებელია. პრაქტიკულად არ მიწევს თამაში და ისღა დამრჩენია, რომ სხვაგან წასვლაზე ვიფიქრო - არადა, "როსონერი" ჩემი მეორე ოჯახია და ძალიან მინდა, კარიერა სწორედ აქ დავასრულო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული