კარლო ანჩელოტისა და ლეონარდოს ფორმაციის "მილანში" პიპოს ადგილი ყოველთვის მოიძებნებოდა, მასიმილიანო ალეგრი კი არ სწყალობს და სწორედ ეს გახლავთ ინძაგის უკმაყოფილების მიზეზი. პიპოს თქმით, მას კარგად ესმის, რომ საუკეთესო წლები უკან მოიტოვა, მაგრამ სანამ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას გადაწყვეტს, იქამდე თამაში და მხოლოდ და მხოლოდ თამაში სურს:
"მე ფეხბურთელი ვარ, მიყვარს ჩემი საქმე და მინდა, რომ რაც შეიძლება ხშირად მიწევდეს მოედანზე
"მილანის" კალიბრის გუნდში ძალიან ძნელია მუდმივად ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მთლად ასე უფეხბურთოდ გაჩერებაც უკვე შეუძლებელია. პრაქტიკულად არ მიწევს თამაში და ისღა დამრჩენია, რომ სხვაგან წასვლაზე ვიფიქრო - არადა, "როსონერი" ჩემი მეორე ოჯახია და ძალიან მინდა, კარიერა სწორედ აქ დავასრულო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"