"ბიანკონერი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მაინცდამაინც არ გაძლიერებულა, პირიქით, ალექსის სანჩესს და გეკჰან ინლერს შეელია, შესაბამისად, ასეთ კარგ ასპარეზობას მათგან ვერავინ წარმოიდგენდა.
კლუბის პრეზიდენტი ჯამპაოლო პოცო განვითარებული მოვლენებით ძალიან კმაყოფილია და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გულშემატკივრებს გაძლიერებას ჰპირდება:
"ტიფოზთა ნაწილი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ზაფხულში დიდად არ ვიაქტიურეთ, მაგრამ დამიჯერეთ, ამას ჰქონდა თავისი ახსნა.
მთავ
პრიორიტეტული მიზანი გუნდის ერთ მუშტად შეკვრა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება გახლდათ, რაც შესანიშნავად გამოგვივიდა.
გუნდში ერთსულოვნებაა და სწორედ ეს არის წარმატების საწინდარი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზამთარში ფეხბურთელების გადაბირებაზე უარს ვიტყვით. მიუხედავად იმისა, რომ კარგი სტარტი ავიღეთ, გამოჩნდა რგოლები, რომელთაც გაძლიერება არ აწყენდათ და ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"