პოცო: ზამთარში გავძლიერდებით

AutoSharing Option
ბევრისთვის მოულოდნელად, სერია A-ს მიმდინარე გათამაშება "უდინეზემ" შესანიშნავად დაიწყო და "ლაციოსთან" ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.

"ბიანკონერი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მაინცდამაინც არ გაძლიერებულა, პირიქით, ალექსის სანჩესს და გეკჰან ინლერს შეელია, შესაბამისად, ასეთ კარგ ასპარეზობას მათგან ვერავინ წარმოიდგენდა.

კლუბის პრეზიდენტი ჯამპაოლო პოცო განვითარებული მოვლენებით ძალიან კმაყოფილია და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გულშემატკივრებს გაძლიერებას ჰპირდება:

"ტიფოზთა ნაწილი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ზაფხულში დიდად არ ვიაქტიურეთ, მაგრამ დამიჯერეთ, ამას ჰქონდა თავისი ახსნა.

მთავ
არ მწვრთნელთან ხასნგრძლივი საუბარი მქონდა და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე არ იყო საჭირო ბევრი ფეხბურთელის გადაბირება.

პრიორიტეტული მიზანი გუნდის ერთ მუშტად შეკვრა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება გახლდათ, რაც შესანიშნავად გამოგვივიდა.

გუნდში ერთსულოვნებაა და სწორედ ეს არის წარმატების საწინდარი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზამთარში ფეხბურთელების გადაბირებაზე უარს ვიტყვით. მიუხედავად იმისა, რომ კარგი სტარტი ავიღეთ, გამოჩნდა რგოლები, რომელთაც გაძლიერება არ აწყენდათ და ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული