მიკოლი არსად არ მიდის

AutoSharing Option
იტალიურ პრესაში ძალიან ბევრი იწერებოდა ფაბრიციო მიკოლის "პალერმოდან" რომელიმე სხვა გუნდში გადაბარგების შესახებ, თუმცა აღნიშნული ტრანსფერი ჯერჯერობით არ შედგა.

საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ არც შედგება, რადგან 32 წლის ფეხბურთელი ძალიან კარგად გრძნობს თავს სიცილიაში და არსად წასვლას არ აპირებს:

"ჩემს შესახებ პრესაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს მხოლოდ ჭორებია. "პალერმომ" ძალიან ბევრი რამ მომცა და სიმართლე გითხრათ, არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. მეტიც, ვფიქრობ, რომ შესანიშნავი იქნებოდა კარიერა სწორედ სიცილიურ კლუბში დამესრულებინა.

მიზნად ევროსაგზურის მოპოვება
გვაქვს დასახული და მჯერა, რომ ამას აუცილებლად შევძლებთ. მართალია, სალვატორე სირიგუსა და ხავიერ პასტორეს სახით ძლიერმა ფეხბურთელებმა დაგვტოვეს, მაგრამ მათ გარეშეც ძალგვიძს წარმატებების მიღწევა და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული