აკვილანის აგენტი: ალბერტო "მილანში" დარჩება

AutoSharing Option
"მილანის" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ალბერტო აკვილანი, რომელიც "ლივერპულის" საკუთრებაა, თავის ამჟამინდელ გუნდში დარჩება.

ასე ფეხბურთელის აგენტი ფრანკო ძავალია მიიჩნევს. აკვილანი "ლივერპულში" 2009 წელს "რომადან" 18 მილიონ ფუნტად გადავიდა, მაგრამ გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო.

"აკვილანის "მილანში" დასარჩენად მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ამბებია დარჩენილი. ალბერტო კარგად მუშაობს და ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის ნათელია", - თქვა ძავალიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული