"ლაციოს" 33 წლის ფორვარდი მიროსლავ კლოზე, რომელიც გერმანიის და ჰოლანდიის მატჩის გმირი გახდა, შესაძლოა თავის გუნდს "ნაპოლისთან" შეხვედრაში ვერ დაეხმაროს.
ნაკრებში კლოზე მოუშუშებელი ტრავმით მივიდა და ახლა "ლაციოს" გერმანელ ლეგიონერს მუხლის ტკივილი გაუძლიერდა.
იტალიის ჩემპიონატის ლიდერ "ლაციოსა" და "ნაპოლის" შეხვედრა შაბათს რომში გაიმართება.