"მილანი" დე როსიზე დაფიქრდა

AutoSharing Option
დანიელე დე როსის ბოლო განცხადებების შემდეგ, რომ "რომასთან" კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს, "როსონერი" მოთამაშის გადაბირებაზე დაფიქრდა.

თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს, დე როსი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

დე როსის წელიწადში 7 მილიონი ევროს მიღება სურს, "რომას" ხელმძღვანელობა კი მხოლოდ 4.5 მილიონის გადახდაზეა თანახმა.

ჰავბეკს საოცნებო ხელფასს "მილანი" შესთავაზებს, თუკი მის ასაყვანად "რომასთვის" გადასახდელი არაფერი ექნება.

სიტუაციას "რეალი" და რა თქმა უნდა, "მანჩესტერ სიტიც" აკვირდებიან.

მომზადებულია Il Tempo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული