ფრეი: "ჯენოას" მიზანი სეზონის ბოლოს ხუთეულში შესვლაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების და "ჯენოას" მცველის კახა კალაძის თანაგუნდელმა, გოლკიპერმა, სებასტიან ფრეიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი მიმდინარე სეზონში, იტალიის ჩემპიონატის პირველ ხუთეულში მოხვედრაა.

ფრანგის თქმით, ეს ამოცანა სრულიად შესრულებადია, თუ გენუელები ოდნავ სტაბილურად გამოვლენ. დღეისათვის "ჯენოა" სერიას 9 ტურის შემდეგ 12 ქულით 15-ე ადგილს იკავებს.

"იტალიის ჩემპიონატი ძალიან გართულდა. ნებისმეირი მატჩისთვის აუცილებელია ძალიან კარგად მოვემზადოთ. ჩვენი მიზანია, სეზონის ბოლოს ხუთეულში შევიდეთ, რაც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის საშუალებას მოგვცემს. ახლა სტაბილურობა არ გვყოფნის. თუ მოვუმატებთ, ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა
ფრეიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული